ყველასთვის კარგად ნაცნობმა და საყვარელმა მოცეკვავემ, სალომე ჭაჭუამ, „რუსთავი 2“-ის ეთერში საკუთარ დღის რეჟიმსა და ცხოვრების წესზე ისაუბრა. როგორც მან განმარტა, უკვე ორი წელია, რაც დღეს საუზმით არ იწყებს, რადგან 18-საათიან დიეტაზეა და, როგორც წესი, დილით 12 საათამდე არაფერს მიირთმევს.
„ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია, ვიღაცისთვის კარგია საუზმე, ვიღაცისთვის - არა. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ვამჯობინე საუზმეზე უარის თქმა, რადგან ვუფრთხილდები სხეულს. რაიმე განსაკუთრებული შეზღუდვა არ მაქვს, თუმცა ამოღებული მაქვს ცომი, შაქარი... მნიშნელოვანია, რომ არ ვიკვებოთ დიდი ულუფებით, ბევრჯერ ვჭამოთ და ხშირად“ - აღნიშნა მან.
სალომემ განმარტა ისიც, რომ ის დილას აუცილებლად წყლით იწყებს: „რადგან საუზმეს არ მივირთმევ, წყალი ცოტა მანაყრებს კიდეც, რომ 12-მდე ძალა მქონდეს. რეპეტიციები დილიდან მეწყება და ეს მნიშვნელოვანია“ - ამბობს სალომე. მოცეკვავემ მაყურებელს სასარგებლო რჩევებიც მისცა და რამდენიმე ვარჯიშიც ასწავლა. აღნიშნა ისიც, რომ ვინ როდის ივარჯიშებს, ეს ინდივიდუალურია და ჩვენს დღის რეჟიმზეა დამოკიდებული.