ტატიანა რიბაკოვა, ბლოგერი და წიგნის „როგორ დავკარგე 55 კგ“ ავტორი, საუბრობს იმ რთულ გზაზე, რომელიც გაიარა და, რაც მთავარია, საკუთარ თავთან ჰარმონიაზე. ტანიას გამოცდილება შთამაგონებელი შეიძლება გახდეს იმ ადამიანებისთვის, ვისაც მსგავსი გზა აქვს გასავლელი.
ჭარბი წონა ბავშვობაში გაჩნდა , სკოლაში ბევრ პრობლემას ვაწყდებოდი, განსაკუთრებით მახსოვს ფიზკულტურის გაკვეთილები - ნამდვილი გამოცდა იყო. მართალია, ზოგადად მიჩვეული ვიყავი, რომ დიდი წარმატებით არ ვსარგებლობდი, მაგრამ მე-9 კლასში ყველაფერი შეიცვალა. როცა სკოლას ვამთავრებდით და ფოტოების გადაღებისთვის ვემზადებოდით, არც ერთი ჩემი კლასელი არ დადგა ჩემ გვერდით, როცა მე მათკენ წავედი, ისინი გამეცალნენ. ასეთი მარტოობა არასდროს მიგრძვნია! სწორედ იმ მომენტში გადავწყვიტე წონაში დაკლება და ასევე დავიწყე წიგნების კითხვა ფსიქოლოგიის შესახებ. ალბათ, მოკლედ უნდა გითხრათ, რა მოხდა შემდეგ. მე-10 კლასში ცოტა შევიცვალე და მე-11 წლის ბოლოს უკვე ხალისიანი, კომუნიკაბელური ტანია ვიყავი, რომელთანაც, ჭარბი წონის მიუხედავად, ყველა მეგობრობდა. გარეგნულად დიდად არ შევცვლილვარ, მაგრამ შინაგანად შესამჩნევად შევიცვალე. ეს ყველაფერი თანდათანობით მოხდა. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მივხვდი, რომ აღარ შემიძლია ვიყო ტანჯვისა და ჩივილის მდგომარეობაში მთელი ცხოვრება. სხვათა შორის, იმ კლასელებთან ახლაც ვმეგობრობ. ერთხელ, სკოლის დამთავრების შემდეგ განვიხილეთ ეს სიტუაცია: მათ არც კი ახსოვდათ, რომ ასე მომექცნენ და წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ჩემი მოტივაცია სწორედ ისინი იყვნენ.
ყოველთვის ჭარბწონიანი ვიყავი და საერთოდ, სანამ ჩემი წონა კრიტიკული გახდებოდა (100 კგ-ზე მეტი), თითქმის ნორმალურად ვცხოვრობდი, შემდეგ კი ქოშინი გამიჩნდა, სკოლაში მე-4 სართულზე ასვლაც კი გამიჭირდა და ამ ყველაფერმა საგრძნობლად შეამცირა ცხოვრების ხარისხი. გარშემომყოფები ამას გაგებით მოეკიდნენ? არა. როგორც წესი, შეურაცხყოფას უფრო მაყენებდნენ, ვიდრე აკურატულ კომენტარებს აკეთებდნენ, რომ წონაში დაკლება მჭირდებოდა - მართლაც, ძალიან რთული იყო, წონაში დასაკლებად სამ წელიწადნახევარი დამჭირდა. ბევრი რამ ვცადე, ალბათ, ყველაზე სულელური გზაა მოვამზადოთ საშინლად უგემური ბოსტნეულის წვნიანი იმ იმედით, რომ ეღთი კვირის შემდეგ რვა კილოგრამს დავიკლებთ. მე ესეც გამოვცადე...
ეს მცდელობა იმით დასრულდა, რომ მესამე-მეოთხე დღეს საწოლიდან ვერ წამოვდექი და სამსახურში ვერ წავედი. 17 წლის ვიყავი, სრულ განაკვეთზე ვმუშაობდი და უნივერსიტეტში საღამოს ფაკულტეტზე ვსწავლობდი, ანუ ძალა მჭირდებოდა ასეთი გრაფიკისთვის. გარკვეული პერიოდის განმავლობაში დიეტა სისულელეა, დავიწყე ამ ყველაფრის სხვაგვარად აღქმა. დიეტა საკუთარ თავზე მოვირგე და, მაგალითად, თუ დილით ტკბილეულს ვჭამდი, ეს ნიშნავდა, რომ ლანჩზე შედარებით მცირე რაოდენობის ნახშირწყლებს მივიღებდი.
კომპეტენტური დაბალანსებული კვება სპორტთან ერთად იძლევა, ალბათ, არა უსწრაფეს შედეგს, არამედ მაღალ ხარისხის შედეგს, რისი შენარჩუნებაც ნამდვილად შეიძლება! არის დიეტები, მაგალითად, ცილოვანი დიეტა, რომელიც დიდ ცვლილებებს იძლევა მოკლე დროში, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია. მე ჩემთვის შევიმუშავე მენიუ და ახლა სხვა ადამიანებსაც ვასწავლი იგივეს გაკეთებას, რადგან ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგებით. ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ მოვახერხე საკუთარი თავის ჯერ შინაგად, შემდეგ კი განეგნულად შეცვლა უკეთესობისკენ!
როგორ შევინარჩუნოთ წონა
წონის დაკლების პროცესის დროს ჩემი მთავარი მიზანი იყო წონის შენარჩუნება, რომელიც, სხვათა შორის, უკვე ოთხ წელზე მეტია სტაბილურია! ეს კიდევ უფრო რთულია, ვიდრე თავად ზედმეტი კილოგრამების მოშორება, რადგან ბევრს შეუძლია ცოტა ხნით რაღაც ჩარჩო დააწესოს, მაგრამ ცოტანი არიან მზად, მთელი ცხოვრება დაიცვან რეჟიმი. თითქმის ყველა მავნე პროდუქტის სასარგებლო შემცვლელი შეგიძლიათ იპოვოთ, მთავარია, ფანტაზიის ჩართვა - ეს არის ის, რაც შესაძლებელს ხდის მრავალფეროვანი, გემრიელი და ჯანსაღი კვება სიამოვნებად ვაქციოთ.
ვარჯიში სპორტდარბაზში ან სახლში, ველოსიპედით სიარული, სეირნობა და ცურვა - არჩევანი დიდია, თქვენ უნდა აკეთოთ ის, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ და არა ტანჯვას. სწორი კვებით შეგიძლიათ შეინარჩუნოთ წონა, მაგრამ სპორტი ეხმარება ფიგურას სწორი ფორმის მიღებაში. ახლა სხვებს ვეხმარები ცხოვრების შეცვლაში და ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ჩემი გამოცდილების გაზიარება. მოვახერხე არამხოლოდ ჭარბი წონის პრობლემის მოგვარება, არამედ გავხდი წარმატებული ბლოგერი, დავწერე წიგნი, შევქმენი ჩემი ონლაინ კურსი, ვსტუმრობდი მრავალ სატელევიზიო შოუს და ბევრი ჩემი სტატია დაიბეჭდა ჟურნალებში. ხანდახან ვიხსენებ ყველაფერს და ვერც კი ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი რეალურია.
რჩევები, ვინც ცდილობს წონაში დაიკლოს: