მაია ასათიანი ბევრისთვის საყვარელი ტელეწამყვანია. ის ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე და წლების მანძილზე უამრავი გულშემატკივარიც შეიძინა. მაიას სტილი თუ ჩაცმულობა მუდმივად ინტერესის საგანია და კითხვები მისი პირადი ცხოვრების შესახებაც ხშირად ისმის.
ცოტა ხნის წინ მაია ასათიანმა ერთგულ გამომწერებს წონის კლების საკუთარი მეთოდები გაუზიარა და მათ რჩევებიც ჰკითხა. ახლა კი მან ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ საკუთარი სხეული და ფორმები მოსწონს: „წონა გამეყინა, სტაბილურად ვარ 63 კილო და 5 კილოთი ვარ მეტი, ვიდრე ვიყავი. 44 წლის ასაკში ეს ქალური ფორმები, მგონი, ლამაზია. ჰოდა, ვარ ასე, ქალურ ფორმებს არ ვუჩივი, მოკლედ“ - ამბობს მაია ასათიანი.