„სიცოცხლის სურვილი აღარ მქონდა… სიარული საერთოდ არ შემეძლო!“ - როგორ მოახერხა ანასტასიამ 10 თვეში 70 კგ-ის დაკლება

„სიცოცხლის სურვილი აღარ  მქონდა… სიარული საერთოდ არ შემეძლო!“ - როგორ მოახერხა ანასტასიამ 10 თვეში 70 კგ-ის დაკლება
ანასტასიამ დიდი გზა გაიარა სასოწარკვეთილებიდან საკუთარი თავის სიყვარულამდე. მეორე შვილის გაჩენის შემდეგ ანასტასია მურადოვას წონამ 165 კილოგრამს მიაღწია. მან მოახერხა 70 კილოგრამის დაკლება 10 თვეში. ახლა ის ცდილობს გააძლიეროს და გააუმჯობესოს თავისი შედეგი. ასევე, წერს ბლოგს მათთვის, ვინც წონის დაკლებაზე ოცნებობს. აი, როგორია ანასტასიას წონის კლების საიდუმლო:

„სიცოცხლის სურვილი არ მქონდა! სიარული საერთოდ არ შემეძლო!"
ანასტასიამ უნივერსიტეტში 2013 წელს ჩააბარა და დასაქმდა გამყიდველად დიდ კომპანიაში. მან გამოცდები წარმატებით ჩააბარა, მაგრამ ახალ სამსახურში შეყვარებულს შეხვდა. წყვილმა
2014 წელს იქორწინა. „კარგი შემოსავლის მიუხედავად, სამუშაო სტრესული იყო და მომიწია თავის დანებება. ორსულობის დროს 40 კგ მოვიმატე, შვილის დაბადების შემდეგ კი სპორტდარბაზში დავბრუნდი და 17 კგ დავიკელი. უბედურება იქიდან დაიწყო, საიდანაც არ ველოდი: ბავშვს რეაქცია არ ჰქონდა ხმაზე, არ ასრულდება მარტივ დავალებებს... სამი წლის ასაკში ბიჭს აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს. წარმოუდგენლად რთული იყო ამის მიღება: დავიწყე საკუთარი თავის სიძულვილი, აბსოლუტურ სასოწარკვეთილებაში ვიყავი. 4 თვეში 40 კგ მოვიმატე. მერე საერთოდ აღარ ვჭამდი და აუტოიმუნური აშლილობა დამემართა. სულ ცუდად ვიყავი. წონის სწრაფმა მატებამ იმოქმედა ჩემს ჯანმრთელობაზე, ყველაფერი დაღმასვლისკენ წავიდა. სწორედ ამ დროს გავიგე ახალი ორსულობის შესახებ” - ამბობს ანასტასია.



იმ მომენტში ქალის წონამ 162 კგ-ს მიაღწია. ორსულობის დროს ანასტასია 165-მდე ავიდა. საბედნიეროდ, ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა.
- ძალიან გამიჭირდა როგორც განსაკუთრებული ბავშვის დედას. ამას დაემატა მეორე შვილი და სამსახური. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, ყველაფერი მაღიზიანებდა. და ასეთი რეჟიმით უბრალოდ ვლოცულობდი, რომ დღე უფრო სწრაფად დასრულებულიყო. სიცოცხლის სურვილი აღარ მქონდა, ყველაფერი მტკიოდა: ქუსლები, მუხლები, ზურგი, კისერი, თავი - საერთოდ არ შემეძლო სიარული. ლიფტი რომ გაფუჭებულიყო, სახლში ფეხით ვერ ავიდოდი... - ამბობს ანასტასია.

"მე შევძელი - შენც შეგიძლია!"
ანასტასიას დიეტებმა არ უშველა, მდგომარეობა უფრო გაუარესდა. ქალი მიხვდა, რომ ასე ვეღარ გააგრძელებდა და გადაწყვიტა, ბარიატრიული ოპერაცია (კუჭის მოცულობის ქირურგიული შემცირება) გაეკეთებინა. “გამოჯანმრთელების პერიოდის სამი თვის განმავლობაში ვჭამდი რბილ ან თხევად საკვებს. შემდეგ მივხვდი, რომ შემიძლია ჭამა, როგორც ყოველთვის, მხოლოდ მცირე რაოდენობით. მაგრამ თუ თითოეულ კვებას ცოტას დავამატებ, მაშინ ერთ წელიწადში დავუბრუნდები კუჭის პირვანდელ ზომას და შემდეგ მივხვდი, რომ მე თვითონ უნდა მემოქმედა სწორად. კვების თემას სულ ვსწავლობდი, როცა წონაში დაკლებას ვცდილობდი. ამიტომ ძალიან გამიადვილდა საკვების დაბალანსება. გამოვრიცხე ნახშირწყლები, დავიწყე ჩემი მდგომარეობის მონიტორინგი ამა თუ იმ პროდუქტზე, ვაკონტროლე კვება, მათი სიხშირე, - ამბობს მურადოვა.

ანასტასია დაბრუნდა სპორტდარბაზში და დაიწყო რეგულარული სეირნობა: ჯერ 10, შემდეგ კი 15 ათასი ნაბიჯი დღეში. შედეგად, წონამ დაიწყო კლება, ერთ წელზე ნაკლებ დროში ის 70 კგ-ით ნაკლები გახდა. „საკუთარი წონის დაკლების მარათონი დავიწყე. რომ არაფერი შემშლოდა, გუნდში ფსიქოლოგი და დიეტოლოგი ავიყვანე. მინდა მხარი დავუჭირო ჭარბწონიან ადამიანებს, არ არის საჭირო ჩრდილში ყოფნა, არ არის საჭირო, გძულდეს საკუთარი თავი! ყველას ვუსურვებ, საკუთარ თავში იპოვონ ძალა და ფორმაში მოყვანის სურვილი. მე შევძელი და შენც აუცილებლად გამოგივა!“ - ამბობს ანასტასია მურადოვა.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93