მსოფიოში ბევრი გოგონა აწყდება "მოჯადოებული წრის" პრობლემას და ვერ იკლებს წონაში. ვიქტორიამ წარმატებას მიაღწია. მიხვდა, რომ ყველა მიზეზი საკუთარ თავში უნდა ეძებნა. ახლა კი ის მზადაა, გაუზიაროს თავისი გამოცდილება სხვებს იმ იმედით, რომ ეს ამ პრობლემის მქონე ადამიანებს დაეხმარება და მათთვის მოტივაცია იქნება.
„გამარჯობა! მე მქვია ვიქტორია. ვარ 36 წლის. დიდი ხანია, ჩემი მთავარი პრობლემა ფსიქოგენური ჭარბი კვებაა, რაც ნებისმიერი საკვების უკონტროლოდ მიღებას გულისხმობს. ჩემი სიმაღლეა 165 სმ. საწყისი წონა დაკლებამდე იყო 90 კგ. ამ მომენტში ვიწონი 61 კგ-ს. განათლებით ვარ ბავშვთა ფსიქოლოგი. ვგეგმავ ფსიქოლოგებისთვის კვებითი აშლილობების განმეორებითი კურსების გავლას, რათა დავეხმარო ადამიანებს ისეთივე პრობლემებით, როგორიც მე მქონდა.
წონის კლების მცდელობისას, დავესწარი სემინარებს კვებითი დარღვევების მქონე პაციენტების ერთ-ერთ ცენტრში და, სამწუხაროდ, იმედგაცრუებული დავრჩი. შეიძლება ეს ვინმეს დაეხმარა, მაგრამ მე - არა. დიეტოლოგებთანაც დავდიოდი - ამაო იყო ეს ყველაფერი. და ნებისყოფა ჩემს შემთხვევაში არ იყო ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც საკუთარი თავის გაგება და მიღება.
რა თქმა უნდა, წონაში ვიკლებდი, მაგრამ წარმატების სხვადასხვა ხარისხით: წონაში ვიკლებდი და ისევ მაწუხებდა ჭარბი წონა, ან წონაში ვიკლებდი და ვიმატებდი ცხიმს... ვფიქრობ, ეს სიტუაცია ბევრისთვის ნაცნობია. ახლა მესმის, რომ ჩემი მთავარი შეცდომა იყო გადაჭარბება. დიახ, ენთუზიაზმით დავიწყე ფიტნესზე სიარული, მკვეთრად შევამცირე დიეტის კალორიული შემცველობა, მაგრამ ამ ყველაფერმა მხოლოდ ორგანიზმის სტრესი გამოიწვია, ეფექტი კი წარმავალი იყო. შედეგად, 2013 წლისთვის უკვე 90 კგ ვიყავი და ოთხი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი ძალიან "არასასიამოვნო" სხეულში. ზედმეტი 30 კგ-ის ტარება მარტივი არ აღმოჩნდა. ჩემს ძველ ფოტოებს რომ ვუყურებ, ვხედავ, რომ სინამდვილეში ბევრად დიდი ვიყავი, ვიდრე მეგონა. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - თავი დავაჯერე, რომ წონაში კლება ისეთივე რთულია, როგორც მთების გადადგმა, სინამდვილეში კი ყველაფერი გაცილებით მარტივი აღმოჩნდა. ახლა მე გაგიზიარებთ მხოლოდ პირად გამოცდილებას.
ჭარბი წონის მქონე ადამიანებს სჭირდებათ შინაგანი სამუშაოს შესრულება და საკუთარი თავის დისციპლინა, მაგრამ არა მკაცრად სამხედრო გზით, არამედ პატივისცემით და ნაზად. ერთი წლის წინ ნელ-ნელა დავიწყე ყოველდღიური რუტინის შეცვლა. დავიწყე დღეში 4-ჯერ ჭამა ყოველ 3 საათში, უბრალო გაზიანი წყლის დალევა; რაციონში შევიტანე ჯანსაღი ბოსტნეული, როგორებიცაა ავოკადო, ნიახური, მწვანილი და სხვ. მივხვდი, რომ მთავარია დღის განმავლობაში საჭირო რაოდენობის კალორია მივიღო. ნუ დაიცავთ მკაცრ დიეტებს! ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შედეგად, ადრე თუ გვიან, ორჯერ მეტ წონას მოიმატებთ. ძირითადად, ყველაფერს ვჭამ, მაგრამ ზომიერად: პურს, მაკარონს და კარტოფილს. საუზმეზე: მუსლი, ფაფა, მომინანქრებული ყველი ან იოგურტი, მაგრამ უარი ვთქვი სწრაფ კვებაზე, მაიონეზზე, ძეხვეულსა და სოსისებზე, შევამცირე შაქრისა და მარილის მოხმარება.
მე ასევე უარი ვთქვი ჩემს საყვარელ მარშმელოუზე. მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ ერტი ნაჭერი ნამცხვარიც საკმარისია და არ არის საჭირო, მივირთვათ ყველა ნაჭერი, რაც მაგიდაზე დევს. ეს რთულია! თუმცა საუკეთესო გზაა, მოიშოროთ თვალსაწიერიდან მავნე პროდუქტები. ნუ შეიძენთ ზედმეტ ტკბილეულს, ნუ შეინახავთ მაცივარში სოსისებს... არ ჭამოთ ტელევიზორის ან კომპიუტერის წინ. ეს ძალიან დაგეხმარებათ.
ძირითადი რეკომენდაციები: