ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი უკვე ორი ათეული წელია, რაც ერთად არიან. ისინი ერთმანეთს ფილიპ კირკოროვმა გააცნო. მუსიკოსისა და იუმორისტის ეს წყვილი რუსული შოუბიზნესის ყველაზე საინტერესო წყვილად ითვლება. მათი ურთიერთობის დასაწყისში ბევრი ამბობდა, რომ ალა და მაქსი ერთმანეთს მალე დაშორდებოდნენ, თუმცა ეს ვარაუდი არ გამართლდა. მეტიც, ისინი 8 წლის ტყუპებს, ლიზასა და ჰარის ზრდიან, მაგრამ ბედნიერებისკენ მიმავალი გზა გრძელი იყო. ცხოვრებამ ალა პუგაჩოვას ოთხი ქორწინება შესთავაზა, საბოლოდ კი, მან შეძლო, ეპოვა ის კაცი, ვინც მისისამუდამო სიყვარული გახდებოდა.
ალა პუგაჩოვა 73 წლის ასაკშიც ახერხებს, შეინარჩუნოს იდეალური ფორმა და გამოიყურებოდეს შესანიშნავად. მისი კვების რეჟიმის შესახებ კი სოციალურ ქსელში მისმა მეუღლემ დაწერა: "აი, ის ნახშირწყლებს მიირთმევს, და ჩვენ?" - წერს მაქსიმ გალკინი. როგორც აღმოჩნდა, ალა თავად ნოყიერ საუზმეს იმზადებს, ოჯახის წევრებს კი ორთქლზე მოხარშული თევზითა და პელმენით უმასპინძლდება.