32 წლის სამანტა ტეილორი 2020 წლის მაისში 160 კილოგრამს იწონიდა. მისი კვების რეჟიმი მოუწესრიგებელი იყო, სამანტა უარს ვერ ამბობდა სწრაფ კვებასა და შოკოლადზე. მიუხედავად ამისა, მან 60 კილოგრამის დაკლება მოახერხა და ახლა 7 ზომით პატარა კაბას იცვამს.
სამანტა 19 წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა. ამ ტრაგიკულმა ამბავმა მასში დეპრესია გამოიწვია. წონის მატებისა და უკონტროლო კვების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. მას შემდეგ, რაც პანდემიის დროს სწრაფი კვების ობიექტები დაიხურა, სამანტამ პირველად მოამზადა კერძი სახლში. მას შემდეგ, უკვე 18 თვეა, რაც ის სწორ კვებაზე გადავიდა და 60 კილოგრამი დაიკლო.
”ვიფიქრე, რომ თუ რამეს არ გავაკეთებდი, ლოქდაუნიდან ორჯერ უფრო დიდი გამოვიდოდი. აქამდე თავს არაფერს ვუკრძალავდი, ყველაფერს ვჭამდი,რაც მომინდებოდა. როცა კერძების მომზადება თავად დავიწყე, მივხვდი, რომ ეს პროცესი ძალიან მომწონდა. ამან მთლიანად შეცვალა ჩემი ჩვევები“.
ამჟამად სამანტას რეგულარულად აქვს ცილოვანი საკვები, კოქტეილი საუზმეზე, სენდვიჩი ან ომლეტი ლანჩზე, ჯანსაღი კვება სადილისთვის, რომელშიც შედის ქათამი, თევზი, ბოსტნეული, სალათა და ტკბილი კარტოფილი. და ის მიირთმევს ხილს, ჰუმუსს...
ის ასევე კვირაში ოთხჯერ ვარჯიშობს და ყოველდღე 10 000 ნაბიჯის გადადგმას ცდილობს. პანდემიის შესუსტების შემდეგ, როცა სწრაფი კვების ობიექტები გაიხსნა, სამანტა მათ ძალიან იშვიათად სტუმრობდა, თავს მაქსიმალურად იკავებდა არაჯანსაღი საკვების მიღებისგან.
„ბავშვობაშიც მქონდა ჭარბი წონა. როცა 19 წლის ვიყავი, დედაჩემი მოულოდნელად გარდაიცვალა და ჩემი ორი დის მეურვე გავხდი. რაც მეტი დრო გადიოდა, მით უფრო მეტს vჭამდი და ეს ჩემთვის სიამოვნებასთან ასოცირდებოდა. არავინ მეუბნებოდა, რომ ეს დაუშვებელი იყო, რადგან მე ზრდასრული ვიყავი და ჩემს დებზე თავად ვზრუნავდი.“
სამანტა წონის კლებას ცხოვრების სხვა ეტაპებზეც ცდილობდა, მაგრამ წარუმატებლად: ”2018 წელს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი დაქორწინდა და მე მთხოვეს, გავმხდარიყავი მეჯვარე გოგონების გვერდით, რომლებიც 8 ზომით პატარები იყვნენ. ეს კაბები ონლაინ შევუკვეთეთ და კაბა არ მომერგო. მკერავთან მივიტანე, მაგრამ მან მითხრა, რომ ეს ნაჭერი მე არ მეყოფოდა. მსგავსი დიდი ზომის კაბა ვერსად ვნახე, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ქორწილში წასვლის ერთადერთი გზა წონაში დაკლება იყო. ექვს კვირაში 16 კილოგრამი დავიკელი და ქორწილში წავედი, ქორწილის შემდეგ კი ორჯერ მეტი მოვიმატე. სწორი კვება და ვარჯიში სასურველი ფორმების მიღებასა და მათ შენარჩუნებაში დამეხმარა“.