მითი იმის შესახებ, რომ 6 საათის შემდეგ საკვების მიღება ზედმეტ კილოგრამებს შეგმატებთ, მოძველებულია. სულაც არ არის საჭირო, იშიმშილოთ იმისთვის, რომ იდეალურ ფორმაში იყოთ. ამისთვის საკმარისია, იცოდეთ რამდენიმე ხრიკი და იკვებოთ სწორად. გთავაზობთ იმ პროდუქტების სიას, რომელთა მიღება თამამად შეგიძლიათ 6 საათის შემდეგაც:
მწვანე პროდუქტები
ისპანახი, ნიახური და კიტრი უარყოფით კალორიებს შეიცავს. ანუ ორგანიზმი მათი გადამუშავებისას იმაზე მეტ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე მასში კალორიულობაა. მარტივად რომ ვთქვათ, მიირთმევთ და იკლებთ წონაში.
ქათმის თეთრი ხორცი
ქათმის თეთრი ხორცი ცილის საბადოა. 100 გ ამ პროდუქტში მხოლოდ 165 კკალ-ია. რა თქმა უნდა, უმჯობესია, მოამზადოთ ორთქლზე ან გრილზე, ცხიმის გარეშე. ცხიმიანი სოუსები რეკომენდებული არ არის, ხოლო არომატული სანელებლები - რამდენიც გინდათ.
თევზი
თევზის ცხიმიანი სახეობები (ორაგული, ჩრდილოეთის ორაგული, სკუმბრია, კალმახი) შეიცავს ისეთ შეუცვლელ პროდუქტს, როგორიც არის ომეგა 3. ეს სასარგებლო ცხიმები ხელს უწყობს გულ-სისხძარღვთა სისტემის მუშაობას. აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისება და კანის სტრუქტურას მთლიანად ცვლის.
კვერცხი
კვერცხის გული ვახშმად - კარგი იდეა არ არის, რადგან მასში დიდი რაოდენობით ქოლესტერინია. ხოლო ცილისგან მომზადებული ომლეტი მხოლოდ სარგებლობას მოიტანს...გაგრძელება