ყველასთვის კარგად ნაცნობი შეფი მიშა ავსაჯანიშვილი იმ ადამიანთა რიცხვშია, რომელთაც ჭარბი წონის პრობლემა დაძლიეს. ახლა რთული წარმოსადგენია, თუმცა წლების წინ შეფი ზედმეტ კილოგრამებს ებრძოდა. „ტაბულას“ გადაცემა „რესტორნის“ მაყურებლებს ის კარგად ემახსოვრებათ განსხვავებული იმიჯით. წონის კლებისა და წარმოუდგენელი ტრანსფორმაციის შესახებ მიშა ავსაჯანიშვილმა გადაცემა „მთავარ დიაგნოზში“ ისაუბრა:
„მე თვითონ არ მომწონდა ჩემი თავი... ბევრი დიეტის, ბევრი მცდელობის მერე მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ გამეკეთებინა ბარიარტრიული ოპერაცია... ვცდილობ, შევინარჩუნო. რეალურად დიეტებმა მიმიყვანა დიდ წონამდე. ცოტას დავიკლებდი, მერე ორმაგს ვიმატებდი... ჯანმრთელობის პრობლემებიც მქონდა, წნევები მქონდა", - თქვა მიშა ავსაჯანიშვილმა.