საშა ვერ იგებდა რატომ იმატებდა წონაში ასე სწრაფად, რადგან ისიც ზუსტად ისევე იკვებებოდა, როგორც მისი ოჯახის დანარჩენი წევრები. დიეტებმა, რომლებიც მან სცადა, შედეგის ნაცვლად მხოლოდ იმედგაცრუება და კვებითი აშლილობა მოუტანა. ჭარბი წონის გამო ის საავადმყოფოშიც კი აღმოჩნდა, რადგან თიაქარი დაემართა.
გოგონას ფსიქოლოგიური პრობლემები სასიყვარულო ურთიერთობებმაც შეუქმნა. მისი თანატოლი ბიჭები მასში ლამაზ გოგოს ვეღარ ხედავდნენ.
„მახსოვს რომ პირველად მე-4 კლასში შემიყვარდა. ის სიმპათიური და ათლეტური ფეხბურთელი იყო, მე კი მსუქანი და მახინჯი“, - იხსენებს ის.
გარკვეულ პერიოდის შემდეგ, ალექსანდრას წონის პრობლემები აღარ აკომპლექსდება. ის სხვების ყურადღებას ქარიზმითა და კომუნიკაციის უნარით ახერხებდა, ამიტომ წლების განმავლობაში უფრო და უფრო ნაკლებ შეურაცხმყოფელ კომპლიმენტს იღებდა.
მოგვიანებით, ალექსანდრას წონამ 120 კილოგრამამდე მიაღწია, იმის გამო რომ ის არასწორად იკვებობდა, გარდა ამისა, მჯდომარე ცხოვრების წესით ცხოვრობდა. ნელ-ნელა მას გადაადგილების პრობლემებიც შეექმნა, გასეირნება უნდოდა, თუმცა შემდეგ უკან დაბრუნების ძალა აღარ ჰქონდა.
წონასთან ბრძოლის პერიოდში გოგონამ ყველა შესაძლო გზა სცადა, შემდეგ ყველაფერი მობეზრდა და ისევ ყველაფრის ჭამას დაუბრუნდა. 2 წლის წინ საშამ გადაწყვიტა წონაში მატების რეალური მიზეზის დადგენა. გამოკვლევებმა საბოლოოდ აჩვენა, რომ 2 წლის ასაკში ის დიდი სიმაღლიდან გადმოვარდა და ტვინის შერყევა მიიღო, ექიმებმა კი დროულად ვერ მიხედეს, რის გამოც მისთვის წონის მოშორება შეუძლებელი გახდა.
ექიმებმა აუხსნეს, რომ ოპერაციის გარეშე პრობლემა არ მოგვარდებოდა, ამიტომ მას სხვა გზა არ ჰქონდა. საშამ გაიკეთა კუჭის ორ ნაწილად გაყოფის ოპერაცია, 2 წლის შემდეგ, 24 წლის ასაკში, ის მხოლოდ 62 კილოგრამს იწონის.
ალექსანდრამ განმარტა, რომ წონის მოშორებამ მისი ცხოვრება შეცალა, რადგან თუ ადრე ძალიან ცდილობდა მისი ხასიათით ადამიანებისთვის თავის მოწონებას, ახლა ზუსტად ისეთი ურთიერთობები აქვს, როგორიც ყოველთვის სურდა.
სცადეთ! თაფლისა და დარიჩინის ეს რეცეპტი წონაში კლების გარანტირებულ შედეგს გპირდებათ
ვიკლებთ და ვძლიერდებით! - ყინულის დიეტა 5 მარტივი წესით, რომელიც წონის კლებასა და მეტაბოლიზმის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ
7 საოცარი სასმელი, რომელიც ორგანიზმს დასვენებასა და წონის კლებაში ეხმარება