თითოეული ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაფიქრებულა იმაზე, თუ როგორ დავიკლოთ წონა რაც შეიძლება სწრაფად. ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალურია ზაფხულის სეზონზე, როცა პლაჟები, საცურაო აუზები და ახალი საცურაო კოსტიუმები გამუდმებით თვალში გვხვდებიან.
კარგი მეტაბოლიზმი არის ყველაზე საიმედო გზა ორგანიზმში შემავალი კალორიების სწრაფად დასაწვავად. რაც უფრო სწრაფად წვავთ მათ, მით ნაკლები ცხიმი გამოიყოფა თქვენს ორგანიზმში, მკაცრი დიეტის დაცვის გარეშე.
დალიეთ მატჩას ჩაი
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მატჩას აქვს 137-ჯერ მეტი ეპიგალოკატექინ გალატი, ვიდრე მწვანე და შავ ჩაის. ამ ტიპის ჩაის აქვს კიბოს საწინააღმდეგო თვისებები, ამცირებს მეხსიერების და ყურადღების დარღვევის რისკს და აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.
მიიღეთ ვიტამინი D
თუ არსებობს ვიტამინი, რომელიც აბსოლუტურად ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს, მაშინ ეს ნამდვილად არის ვიტამინი D. მზის ნაკლებობა (რომელზეც ეს ვიტამინი წარმოიქმნება ორგანიზმში) და სიცხე უარყოფითად მოქმედებს არა მხოლოდ განწყობაზე, არამედ ფიგურაზეც.
კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ადამიანები, რომელთა სისხლში ამ ნაერთის შემცველობა ნორმალურია, ზედმეტ კილოგრამებს უფრო სწრაფად კარგავენ, ვიდრე მისი დეფიციტის მქონე ადამიანები. ვიტამინი D ასევე აჩქარებს კუნთების ზრდას და სხეულს უფრო ელასტიკურს ხდის. მიიღეთ იგი დანამატის სახით და მიირთვით მეტი ორაგული, ტუნა და კვერცხი.
მიირთვით ორგანული ხორცი და კვერცხი
ჰორმონები თავად გვკარნახობენ, თუ როგორ გამოვიყენოთ საკვებიდან მიღებული ენერგია. სხეულმა ყოველთვის უნდა იპოვოს ბალანსი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს, სქესობრივ ჰორმონებს, ზრდას, მადასა და შიმშილს შორის. ეს ყველაფერი ხდება იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ გამხდარი, ენერგიული და მხიარული სხეული.
ეს პროცესები ძალიან ხშირად ირღვევა მავნე ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამო, რომლებსაც ვიღებთ ხორცთან, რძის პროდუქტებთან და ჰორმონებით სავსე კვერცხთან ერთად. თუ გსურთ თქვენმა მეტაბოლიზმმა შეუფერხებლად იმუშაოს, მიმართეთ ორგანულ პროდუქტებს.
მიირთვით შავი შოკოლადი
შვეიცარიელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს დაემტკიცებინათ, რომ მათი ქვეყნის საფირმო დელიკატესი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ჯანსაღიცაა. მათ აღმოაჩინეს, რომ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად მიირთმევენ 30 გრამ შავ შოკოლადს, აქვთ სტრესის ჰორმონების დაბალი დონე და უფრო კარგი მეტაბოლიზმი, ვიდრე მათ, ვინც საერთოდ არ ჭამს ტკბილეულს.