დიეტოლოგები გვირჩევენ ერთგვარი მინი-დეტოქსდიეტის ჩატარებას, მაგალითად, ვაშლის დიეტას კვირაში ერთხელ მაინც.
ვაშლი საოცრად ჯანსაღი და ასევე, ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი საკვებია. ვაშლის დიეტის ბევრი ვარიაცია არსებობს. ის სავსეა საკვები ნივთიერებებითა და ვიტამინებით. კერძოდ, ვაშლი შეიცავს ვიტამინებს B, E, PP, E, ასევე ისეთ მინერალებს, როგორებიცაა
კლასიკური დიეტის ერთი დღე ვაშლზე მოიცავს მხოლოდ ორ ინგრედიენტს - ვაშლს და მინერალურ წყალს.
საშუალოდ, დღეში 2 კგ ვაშლი უნდა მიირთვათ და დღის განმავლობაში ის უნდა გაყოთ 6 თანაბარ ნაწილად, რომლებიც უნდა მიირთვათ რეგულარული ინტერვალებით. ასევე, დღეში უნდა დალიოთ მინიმუმ 2 ლიტრი მინერალური წყალი გაზის გარეშე, თუმცა წყალი შეიძლება შეიცვალოს მწვანე ჩაით, მაგრამ შაქრის გარეშე.
ასევე, დიეტის დღე შეიძლება გამომცხვარი ხილის ჭამით გაატაროთ. გამომცხვარი ვაშლის დამზადება საკმაოდ მარტივია. თითოეული ნაყოფი გაჭერით ორ ნაწილად, თესლის ამოღებისას დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ნატურალური თაფლი და მოაყარეთ დარიჩინი. გამოდის სრულფასოვანი, გემრიელი და ოდნავ ტკბილი კერძი.
თუ მხოლოდ ვაშლზე დღის გატარება ძალიან რთული გეჩვენებათ, სცადეთ დიეტის დღე ვაშლზე და უცხიმო ხაჭოზე გაატაროთ. ასეთი დიეტის დღე ერთ-ერთ ყველაზე რბილ დიეტად ითვლება და რეკომენდებულია ორსულებისთვისაც კი. მთელი დღის განმავლობაში დაგჭირდებათ კილოგრამი ვაშლი და 600 გრ ხაჭო.

სხეულის სასურველი ფორმების მიღება მარტივად - ფიტნესინსტრუქტორის რჩევები მათ, ვისაც ზაფხულში წონის დაკლება სურს
კიტრისა და კეფირის უახლესი დიეტა - მინუს 2 კილოგრამი დღეში
ქეით მიდლტონის სილამაზის საიდუმლოებები - როგორ ახერხებს ჰერცოგინია იდეალური წონის შენარჩუნებას 3 შვილის გაჩენის შემდეგ