„როგორ დავიკელი ერთ წელში 35 კილოგრამი“- 45 წლის ბლოგერის წარმოუდგენელი ტრანსფორმაცია

„როგორ დავიკელი ერთ წელში 35 კილოგრამი“- 45 წლის ბლოგერის წარმოუდგენელი ტრანსფორმაცია
45 წლის ბლოგერი ანა გვიზიარებს თავის ისტორიას, თუ როგორ დაიკლო ერთ წელში 35 კილოგრამი. მისი ამბავი შემდეგნაირად დაიწყო:

„მთელი ჩემი ცხოვრება საჭმელთან რთული ურთიერთობა მქონდა. მე გავიზარდე მრავალშვილიან ოჯახში, ფული ყოველთვის არ იყო საკმარისი და ხშირად არ ვიცოდით, რა გვექნებოდა სადილზე. ინსტიტუტში დამემართა კვებითი აშლილობა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დიაგნოზი დამისვეს. შემდეგ მივხვდი, რომ მჭირდებოდა კვებით ჩვევებზე მუშაობა. ბევრს ვსწავლობდი და გვიან ვმუშაობდი. ამის გამო გამუდმებით ვჭამდი საჭმელს. სპორტისგან ყოველთვის შორს ვიყავი. ბოლოს კარგ საავადმყოფოში
ღამის ექთნის სამსახური დავიწყე და ძილის პრობლემაც შემექმნა. სწორ კვებასა და ფიტნესზე ფიქრის დროც არ მქონდა.

როგორ შეიცვალა ყველაფერი

დამეწყო ქრონიკული ბრონქიტი, თითქმის წელიწად-ნახევარი ვერ მოვიშორე ეს პრობლემა. როგორც სპეციალისტმა, ვიცოდი, რომ სწორად უნდა იკვებო, არ შეიძლება მოწევა, მნიშვნელოვანია ბევრი მოძრაობა, მაგრამ ამ ყველაფერს ვერ ვასრულებდი. ისე ძლიერად ვახველებდი, რომ პაციენტებს ჩემი ეშინოდათ! მივედი ექიმთან, დიდი ხნის შემდეგ პირველად დავდექი სასწორზე და იქ დავინახე 120 კილოგრამი. ფსიქოლოგიურად მოვიშალე. „როგორ შეგიძლიათ ასწავლოთ პაციენტებს სწორად ჭამა და საკუთარ თავზე ზრუნვა, თუ თქვენ თავადაც იცით, როგორ გააკეთოთ ეს?“ - ეს ფიქრები არ მასვენებდა.

ყველაფრის კეთება ერთდროულად დავიწყე. ფიტნესკლუბში ვიპოვე ჯგუფური გაკვეთილების შესაფერისი კურსი, დავიწყე ნაკლები ჭამა და სწორი საკვების არჩევა. ადრე ემოციების გამო ვჭამდი, ახლა მეტი ენერგიისთვის დავიწყე ჭამა. დროთა განმავლობაში გადავედი ინტერვალურ კვებაზე.

რას ვჭამ ახლა

დილით ვარჯიშამდე:
ფორთოხლის, ვაშლის, მწვანილის და ჯანჯაფილის სმუზი.
საუზმე: უშაქრო ვაფლი და გრეიპფრუტი.
სადილი: ყავისფერი ბრინჯი ან ყვავილოვანი კომბოსტო თევზით ან კრევეტებით.
დესერტები: ცილოვანი ტკბილეული, თხილი, ხილი.
ვახშამი: ქათმის სალათა.

ჩემი ცხოვრების წესი

შედეგად 35 კილოგრამი მოვიშორე, მაგრამ მივიღე ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ წონის დაკლება! 58 ზომიდან გადავედი 46-ზე, სირბილი და სიმძიმეების სწორად აწევა ვისწავლე, მოვიშორე შემაწუხებელი ხველა. გარდა ამისა, სამსახური გამოვიცვალე: დღის ცვლაში ვზრუნავ ახალშობილებზე. დილის 4 საათზე ვდგები, სამსახურამდე ვვარჯიშობ და მერე ვაკეთებ მსოფლიოში საუკეთესო საქმეს! დიახ, შესაძლოა ეს გრაფიკი სხვისთვის მოუხერხებელი იყოს, მაგრამ ჩემთვის - პირიქით.

მთავარი, რაც გავიგე, არის ის, რომ თავის მოვლას არ აქვს დრო. ეს არის არა ერთი თვის დიეტა, არამედ ცხოვრების ახალი გზა. მე ვაგრძელებ საკუთარ თავზე მუშაობას და აღარ ვგრძნობ თავს საკუთარი სხეულის ტყვედ. მე მინდა გამოვიყურებოდე ჯანსაღად და საქმე სულაც არ ეხება სასწორზე მოცემულ ციფრებს, არამედ ჩემს გრძნობებს“.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93