ჰეილი ბიბერი ცნობილი მოდელი და მოცეკვავეა, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც მომღერალ ჯასტინ ბიბერზე იქორწინა.
ჰეილი პაპარაცების ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება, მან ახლახანს შექმნა საკუთარი თავის მოვლის საშუალებების ხაზი "როუდი" და მისი ქუჩის სტილის შესახებ "ვოგის" რამდენიმე გამოცემა ერთდროულად წერს ხოლმე.
მოდელმა ერთ-ერთ ინტერვიუში მისი დიეტის და წონის შესახებაც ისაუბრა. ვარსკვლავს ურჩევნია მარტივი და ნოყიერი საუზმე მიირთვას: ათქვეფილი კვერცხი, შვრიის ფაფა, ცილოვანი შეიკი ან სმუზი. ასევე, დილით ყავის დალევაც უყვარს. ხანდახან ჰეილის საუზმეზე ტოსტი ავოკადოთი და ლიმონის წვენით აქვს.
ის იშვიათად ამზადებს ძვირადღირებულ და იშვიათი ინგრედიენტებისგან შემდგარ რთულ კერძებს. სადილზე ჰეილი მიირთმებს სალათს, თევზს, გრილზე შემწვარ ბოსტნეულს და ზოგჯერ მხოლოდ სენდვიჩებს
საღამოს მოდელს მაკარონის ჭამაც კი შეუძლია. ის ცდილობს, კერძს ბევრი ბოსტნეული დაუმატოს. მოდელის მთავარი საიდუმლო ბევრი მწვანე პროდუქტის მიღებაში, ცხიმისა და შაქრის მინიმუმამდე შემცირებაშია. სხვა მხრივ, მნიშვნელოვანი აკრძალვა არ აქვს.