ბალერინას დიეტის მთავარი წესი საკვების ულუფების მკაცრი შეზღუდვაა. რა თქმა უნდა, შეუძლებელია მთლიანად უარი თქვა საჭმელზე (და ეს არც არის აუცილებელი), მაგრამ აუცილებლად მოგიწევთ პორციების შემცირება.
ბალერინების ფიზიკური აქტივობა საკმაოდ დამღლელია. ამიტომ ხშირად ჭამისთვის არც დრო რჩებათ და არც ენერგია, რაც ასევე ხელს უწყობს წონის დაკლებას - თუმცა არც ისე ჯანსაღად. პრიმაბალერინა მაია პლისეცკაია დროდადრო იყენებდა სპეციალურ ორკვირიან დიეტას, რომელიც ეხმარებოდა მას ზედმეტი კალორიების მოშორებასა და იდეალური ფორმების შენარჩუნებაში.
Ξ დიეტის რაციონი შეიძლება 14 დღის განმავლობაში გამეორდეს
საუზმე: 200 გრ შვრიის ფაფა შაქრისა და მარილის გარეშე. გემოს გასაუმჯობესებლად ნებადართულია მჟავე კენკრის (მოცხარის, ჟოლოს) დამატება.
ლანჩი: 1 დიდი ვაშლი ან საშუალო მსხალი.
სადილი: 250 მლ ბოსტნეულის წვნიანი, 150 გრ მწვანე სალათა.
ვახშამი: 200 გრ ბრინჯი, 250 გრ ახალი ბოსტნეულის სალათა, 100 გრ შემწვარი ორაგული.
საუზმე: 150 გრ ოსპის ფაფა, 1 ტკბილი წიწაკა.
ლანჩი: 1 პატარა ფორთოხალი.
სადილი: 300 მლ ბროკოლის წვნიანი სტაფილოთი და მწვანილი.
ვახშამი: 100 გრ თეთრი თევზი 200 გრ ბრინჯით, 100 გრ მწვანე სალათა.
საუზმე: 200 გრ ქერის ფაფა წვრილად დაჭრილი მწვანილით, 100 გრ მოხარშული ქათამი.
სადილი: 1 საშუალო ზომის გრეიპფრუტი ან 100 გრ წითელი თევზი, კომბოსტოს და კიტრის სალათა (200 გრ).
ვახშამი: 200 გრ ლობიო, ჩაშუშული ბოსტნეულით, 100 გრ მწვანე სალათა.
საუზმე: 200 გრ წიწიბურას ფაფა, 200 გრ ბერძნული სალათა ყველის გარეშე.
ლანჩი: ჭიქა ჩაი თაფლით და ჯანჯაფილით.
სადილი: 200 მლ ოსპის წვნიანი ორეგანოსა და რეჰანით.
ვახშამი: შვრიის ფაფა წვრილად დაჭრილი ვაშლით.