ჯანსაღი და გემრიელი - როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ყველის სუფლე - Marao

ჯანსაღი და გემრიელი - როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ყველის სუფლე

2023-01-26 11:47:14+04:00


საახალწლო არდადეგების შემდეგ ბევრი ცდილობს წონაში დაკლებას, რადგან თანმიმდევრული დღესასწაულების გრძელმა კვირამ უბრალოდ არ შეიძლება არ დატოვოს კვალი თქვენს წონაზე. ამ დროს დიეტოლოგები,მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად მწვანილისა და ბოსტნეულის ჭამას გვირჩევენ - შეგიძლიათ

გააკეთოთ სპეციალური გამწმენდი სმუზი.

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კომპეტენტური წონის დაკლება ეფუძნება ცილების და ჯანსაღი ცხიმების საკმარის მოხმარებას. ამის წყალობით დიეტის დროს არ დაკარგავთ კუნთოვანი მასის რაოდენობას და არ დაგერღვევათ ორგანიზმის ჰორმონალური ბალანსი.

სცადეთ საუზმეზე ყველის სუფლეს მომზადება. ამ რეცეპტისთვის დაგჭირდებათ ხაჭო (ნებისმიერი პროცენტული ცხიმის შემცველობით), ცოტა მყარი ყველი და ერთი კვერცხი. არ არის საჭირო მკაცრი პროპორციების დაცვა - ნებისმიერ შემთხვევაში გემრიელი გამოვა.

ხაჭო, კვერცხი და გახეხილი ყველი აურიეთ თასში. მოაყარეთ მარილი და პილპილი. მიღებული მასა თანაბარ ფენად გაანაწილეთ პატარა საცხობ ფორმაში, შეგიძლიათ დაამატოთ სეზამის მარცვლები. შედგით 180-200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში. მზადაა!