ეს დიეტა ცნობილი ჯერ კიდევ ანტიკურ დროში გახდა თავისი სამკურნალო თვისებების გამო. ბრინჯი არ იწვევს ალერგიას, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკროფლორის აღდგენას, ასუფთავებს სისხლსა და ნაწლავებს, შედარებით დაბალკალორიული პროდუქტია სასიამოვნო გემოთი და რაც მთავარია - ხელს უწყობს წონის სწრაფად დაკლებას!

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბრინჯის დიეტის დაცვისას აუცილებელია რამდენიმე წესის გათვალისწინება:
- არ გამოტოვოთ საუზმე - აუცილებლად მიირთვით ბრინჯი დილით.
- არ დალიოთ წყალი ბრინჯის მირთმევისთანავე, რადგან ეს ტოქსინების ათვისების უნარს აზიანებს. შეგიძლიათ დალიოთ წყალი ბრინჯის ჭამამდე 30 წუთით ადრე ან 60 წუთის შემდეგ.
- უმარილო ბრინჯის დიეტა საუკეთესოდ მუშაობს - თავი შეიკავეთ ბრინჯის დიეტაში მარილის დამატებისგან.
- ბრინჯის დიეტის დროს მოერიდეთ არა მარტო მარილიან, არამედ ცხარე სოუსებს. ბრინჯი მხოლოდ მცენარეული ზეთით შეიძლება შეზავდეს!
- რაციონში ბრინჯის კარგი კომპანიონი იქნება ფეტვი, გოგრა, ვაშლი, ქიშმიში - ეს საკვები მდიდარია კალიუმით.
ბრინჯის 7-დღიანი დიეტა

საუზმეზე მიირთვით 2 ს.კ. მოხარშული ან გაჟღენთილი ბრინჯი და მხოლოდ 2 საათის შემდეგ დალიეთ წყალი ან ვაშლის წვენი. შემდეგი კვება დასაშვებია მხოლოდ 4 საათის შემდეგ. ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ლანჩი, მაგრამ აქცენტი ჯანსაღ კვებასა და პორციის კონტროლზეა (ბოსტნეული, მოხარშული მჭლე ხორცი, თევზი, ხილი). სადილად ასევე უნდა მიირთვათ 2 სუფრის კოვზი მოხარშული ან გაჟღენთილი ბრინჯი. ძილის წინ შეგიძლიათ დალიოთ ჭიქა უცხიმო კეფირი. ასეთი მენიუ უნდა შენარჩუნდეს არაუმეტეს შვიდი დღის განმავლობაში.
ბრინჯის 3-დღიანი დიეტა

ბრინჯის მონო-დიეტა საკმაოდ სწრაფ შედეგს იძლევა (2-დან 4 კგ-მდე მთელი პერიოდის განმავლობაში).
სამდღიანი ბრინჯის დიეტისთვის 400 გრ ყავისფერი ბრინჯი მოხარშეთ წყალში და მიღებული მასა გაყავით 5 კვებაზე. შესვენების დროს თქვენ უნდა დალიოთ უბრალო გაზიანი წყალი (მინიმუმ 2 ლიტრი დღეში) და მწვანე ჩაი დანამატების გარეშე (არაუმეტეს ოთხი ჭიქა).