კვერცხის დიეტა წონის დაკლების სწრაფი და ეფექტური საშუალებაა. ერთ-ერთი საყვარელი და ადვილად მოსამზადებელი საკვები უამრავ სასარგებლო თვისებას აერთიანებს. გთავაზობთ კვერცხის დიეტის შედარებით მარტივ ვერსიას, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ერთდროულად მიიღოთ სასურველი ფიგურა და არ დააზიანოთ ჯანმრთელობა.
- ხანგრძლივობა: 7 დღე;
- მახასიათებლები: ეს არ არის მონო-დიეტა, მაგრამ კვერცხი უნდა მიირთვათ ყოველდღე (ჩვეულებრივ, ყოველ კვებაზე);
- შედეგი: მინუს 3-5 კგ;
- რეკომენდებული სიხშირე: არაუმეტეს 6 თვეში ერთხელ;
- დიეტა გამორიცხულია: მკაცრი ვეგეტარიანელებისთვის, თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებების მქონეთათვის, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალებისთვის. დიეტის დაწყებამდე უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან!

ორშაბათი:
საუზმე: 2 კვერცხი, გრეიპფრუტი ან ფორთოხალი, ყავა შაქრისა და რძის გარეშე;
სადილი: 2 კვერცხი, პომიდორი, მცენარეული ჩაი;
ვახშამი: 2 კვერცხი, უცხიმო ვინეგრეტი (სტაფილო, ჭარხალი, ცოტა კარტოფილი), გრეიპფრუტი ან ფორთოხალი, მცენარეული ჩაი
სამშაბათი:
საუზმე: 2 კვერცხი, გრეიპფრუტი ან ფორთოხალი, შავი ყავა უშაქრო;
სადილი: 2 კვერცხი, გრეიპფრუტი;
ვახშამი: 2 კვერცხი ან უცხიმო ხორცი (მოხარშული ან შემწვარი), სალათის ნაწილი (ნიახური, პომიდორი, კიტრი, სალათის ფოთოლი).
ოთხშაბათი:
საუზმე: 2 კვერცხი, გრეიპფრუტი და ყავა რძისა და შაქრის გარეშე;
სადილი: 2 კვერცხი, ჩაშუშული ისპანახი და ჩაი უშაქროდ;
ვახშამი: 2 კვერცხი, ვინეგრეტი ზეთის გარეშე, ხაჭო და მცენარეული ჩაი.
ხუთშაბათი:
საუზმე: 2 კვერცხი, გრეიპფრუტი და შავი ყავა;
სადილი: 2 კვერცხი, მოხარშული ისპანახი და შავი ყავა უშაქროდ;
ვახშამი: 2 კვერცხი ან ჩაშუშული ზღვის თევზი, ვინეგრეტი ზეთის გარეშე, მცენარეული ჩაი.
პარასკევი:
საუზმე: 2 კვერცხი, გრეიპფრუტი და ყავა უშაქროდ;
სადილი: 2 კვერცხი, ისპანახი, შავი ყავა;
ვახშამი: ჩაშუშული ზღვის თევზი, კომბოსტო, ვინეგრეტი და შავი ყავა უშაქროდ.
შაბათი:
საუზმე: 2 კვერცხი, გრეიპფრუტი და შავი ყავა უშაქროდ;
სადილი: ნებისმიერი ხილის სალათა;
ვახშამი: 2 კვერცხი ან უცხიმო ხორცი, სალათა (პომიდორი, კიტრი, ნიახური), მცენარეული ჩაი.
კვირა:
საუზმე: 2 კვერცხი, გრეიპფრუტი და შავი ყავა უშაქროდ;
სადილი: 2 კვერცხი ან მოხარშული ცივი ქათამი, პომიდორი და გრეიპფრუტი;
ვახშამი: 2 კვერცხი ან მოხარშული ცივი ქათამი, სალათა (სტაფილო, კომბოსტო, პომიდორი) და შავი ყავა უშაქროდ.