ეს გემრიელი სასმელი ზედმეტ წონას მალე დაგავიწყებთ - რეცეპტი - Marao

ეს გემრიელი სასმელი ზედმეტ წონას მალე დაგავიწყებთ - რეცეპტი

2023-02-21 15:56:30+04:00


გაზაფხულის მოსვლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ეს დრო კი მაქსიმალურად შეგიძლიათ საკუთარი თავისთვის გამოიყენოთ. მაგალითად, ჩვევად აქციეთ დღე გემრიელი კოქტეილით დაიწყოთ, რომელიც სწრაფად და უმტკივნეულოდ გაუმკლავდება ზამთარში მუცელზე გაჩენილ ნაოჭებს.

ეს სასმელი არა მხოლოდ დაგეხმარებათ მოკლე დროში დაიკლოთ 2,5 კილოგრამამდე, არამედ გაამდიდროთ ორგანიზმი ვიტამინებითა და მინერალებით. ის იდეალური ვარიანტი იქნება მსუყე საუზმისთვის, მოგცემთ ენერგიას დღის პირველ ნახევარში და რაც მთავარია, გააუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.

• 7 ქლიავი ჩაყარეთ 100 მლ ადუღებულ წყალში;

• ცალკე ჭურჭელში აურიეთ 1 ჩაის კოვზი კაკაო, 1 სუფრის კოვზი სელის ზეთი ან დაქუცმაცებული სელის თესლი და 4 სუფრის კოვზი მშრალი შვრიის ფაფა;

• დაასხით ამ ნარევს ერთი ჭიქა კეფირი;

• გაჟღენთილი ქლიავი დაჭერით და დაუმატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს;

• მზა სასმელი შეინახეთ მაცივარში და დატოვეთ დილამდე;

• დაიწყეთ დღე ამ გემრიელი კერძით: მოსახერხებელი იქნება მისი მირთმევა დესერტის კოვზით ან დალევა დიდი კოქტეილის ჭიქის მეშვეობით.