„მენი 30 წლისაა და უძრავი ქონების აგენტად მუშაობს. მას შემდეგ, რაც ორსულობისას და მედიკამენტების გამო ბევრი ზედმეტი კილოგრამი მოიმატა, ცხოვრების შეცვლა სცადა და 30 კგ დაიკლო.
„პირველი ორსულობისას თითქმის 25 კილოგრამი მოვიმატე. დედობა ფასდაუდებელი გამოცდილებაა, მაგრამ ფსიქოლოგიურად ძალიან რთული. სამსახურში დაბრუნება მომიწია და მშობიარობის შემდგომი დეპრესია განვიცადე. ექიმმა დამინიშნა წამლები, რომლებიც დამეხმარა დეპრესიის სიმპტომებთან გამკლავებაში, მაგრამ მათი მიღებისას კიდევ 10 კილოგრამი მოვიმატე.
მეორე შვილის გაჩენის შემდეგ მდგომარეობა გაუარესდა, 110 კილოგრამზე მეტს ვიწონიდი. სპორტი დამინიშნეს, სპორტდარბაზში წავედი და ვარჯიში დავიწყე. სარკეში ჩემი გამოსახულება მძულდა. დედაჩემი დიეტაზე იყო და გადავწყვიტე, მეც მისთვის მიმებაძა.
ყველაზე რთული ჩემთვის შაქრის მიტოვება იყო. ყოველთვის მიყვარდა ნამცხვრები და დესერტები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კეტო-დიეტის ფარგლებში ტკბილეულის დამზადება შეგიძლიათ. მართალია, შემადგენლობის ცვლილებებით. ასე რომ, გარდამავალი პერიოდი არც ისე რთული იყო.
კეტო-დიეტის დროს ვიგრძენი, რომ გაუთავებელი შიმშილის გრძნობა აღარ მაწუხებდა. პირველ თვეში დავიკელი თითქმის 10 კილოგრამი, ხოლო ექვს თვეში - 25.
ამის შემდეგ გადავედი OMAD-ის დიეტაზე, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ძალიან მკაცრი დიეტა, რომელიც ყველასთვის შესაფერისი არ არის და უნდა კონტროლდებოდეს სპეციალისტის მიერ!
რას ვჭამ ახლა:
საუზმე: კარაქიანი ყავა კეტო-დიეტის ერთ-ერთი სტანდარტული სასმელია. ხანდახან მას უშაქრო სიროფს ვამატებ.
სადილი: ვიღებ საკმაოდ ბევრ ხორცს (ქათამი, საქონლის ხორცი, ღორის) და ბოსტნეულს.
ლანჩი: თხილი, კვერცხი, ლორი.
ვახშამზე კი შემიძლია ბოსტნეულის სალათა ან ხილი ვჭამო.
წონის დაკლების ას სპორტზე მეტად დიეტა და ახლობლების მხარდაჭერა დამეხმარა და საბოლოოდ, ჩემი თავის სიყვარული ვისწავლე.