მადლენ გესტას დიეტა - დაიკელით ზედმეტი წონა 10 დღეში - Marao

მადლენ გესტას დიეტა - დაიკელით ზედმეტი წონა 10 დღეში

2023-03-14 12:49:08+04:00


ფრანგი დიეტოლოგის, მადლენ გესტას დიეტა ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიური დიეტა არის, რომელიც წონის სწრაფად დაკლების საშუალებას იძლევა.

ფრანგული Beau Monde-ის ბევრი წარმომადგენელი - პოლიტიკოსები, მსახიობები, შოუბიზნესის ვარსკვლავები - მადამ გესტას კვების სისტემას მიჰყვება. საკმარისია კატრინ დენევს, იზაბელ აჯანს, ჟულიეტ ბინოშს გადახედოთ და დარწმუნდებით, რომ დიეტა არა მარტო წონის დაკლებას, არამედ გაახალგაზრდავებასაც უწყობს ხელს.

მადლენ გესტას დიეტა არ არის აკრძალვებისა და შეზღუდვების ხისტი და მკაცრი სისტემა. რას სთავაზობს იგი? ჯერ ერთი, შედგება მარტივი და მსუბუქი, ჯანსაღი კერძებისგან, მაგალითად: ჩვეულებრივი წყლის ან ბოსტნეულის ბულიონების ან ხილის ჭამა. მთავარი საკვები, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება მადლენ გესტას დიეტაში, არის თევზი, ორთქლზე მოხარშული ბოსტნეული, იოგურტი, ხილი და სითხის ხშირი მიღება. ტკბილეულიდან და დესერტებიდან - მხოლოდ თაფლი და ჩირი.

მადლენ გესტას დიეტის მთავარი მენიუ შედგება მხოლოდ სამი კერძისგან: ბოსტნეულის ბულიონი, მაწონი და სპეციალური თვითნაკეთი Hydromel ლიმონათი (1 ლიტრი სუფთა წყალი, ერთი გაწურული ლიმონი და 1 ჩ/კ თაფლი). სქემა მარტივია: დიეტა გრძელდება 10 დღე. 1, 2, 8 და 9 დღეებში აქცენტი კეთდება ბოსტნეულის ბულიონზე, 3, 4, 5, 6, 7 და 10 დღეებში - მჟავე რძის კერძებზე. სასმელი „ჰიდრომელი“ ყოველდღიურად მოიხმარება.

დიეტის პირველი დილა, ისევე, როგორც ყველა შემდგომი, იწყება ნახევარი ლიტრი უგაზო წყლით. ერთ საათში შეგიძლიათ საუზმე - მადამ გესტა გვირჩევს დალიოთ ჭიქა უშაქრო კაკაო 2 ჩ.კ. თაფლით. კაკაომდე 15 წუთით ადრე ან მისგან ნახევარი საათის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ ერთი გრეიპფრუტი. ეს მარტივი საუზმე საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ კალორიების საკმაოდ მცირე რაოდენობით ენერგია მოგცეთ.

ლანჩზე დიეტოლოგი მადლენ გესტა გვირჩევს თევზის (უცხიმო და არაუმეტეს 200 გრ) და ორთქლზე მოხარშული ბოსტნეულის ჭამას. გემოვნებით შეგიძლიათ ბოსტნეულს მოასხათ ზეითუნის ზეთი. 2-3 საათის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ ერთი ჭიქა უცხიმო იოგურტი კენკრის და კოვზი თაფლის დამატებით. ვახშამზე (დაახლოებით 19:00 საათი) - ბოსტნეულის ბულიონი, რომელიც მზადდება პომიდვრის, სტაფილოსა და პრაისგან. ბულიონის მთლიანი მოცულობა (დაახლოებით 1,5 ლიტრი) უნდა დალიოთ სამ დოზაში 10-15 წუთის ინტერვალით. მჟავე რძის დღეებში ბულიონის ნაცვლად მიირთმევენ უცხიმო ხაჭოს (არაუმეტეს 250 გრ) - ან კენკრით და თაფლით. თუ შიმშილის გრძნობა არ გაქრება - მიირთვით ერთი გარგრის ან ქლიავის ჩირი.

მადლენ გესტას დიეტაზე ათი დღის განმავლობაში შესაძლებელია 5-6 კგ-მდე ჭარბი წონის დაკლება.