როგორ დავწვათ კალორიები? - მასტერ-კლასი ჰენრი ჰარგრივზისგან (+ფოტო) - Marao

როგორ დავწვათ კალორიები? - მასტერ-კლასი ჰენრი ჰარგრივზისგან (+ფოტო)

2013-05-20 10:59:03+04:00

მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ნატრობს, რომ მოხდენილად და ლამაზად გამოიყურებოდეს. ამერიკელმა ფოტოგრაფმა ჰენრი ჰარგრივზმა ზედმეტი კალორიების დაწვის, ალბათ, ყველაზე მარტივი და სწორი მეთოდი შემოგვთავაზა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ჰენრი ჰარგრივზის აზრით, გახდომის საუკეთესო საშუალებაა – რაციონიდან ამოვიღოთ ჰამბურგერები, კარტოფილი "ფრი", კრემიანი ბლითები, პოპ-კორნი, ნაყინი, პიცა, ჰოთ-დოგი და სხვა ისეთი კერძები, რომლებიც ორგანიზმში ცხიმის დაგროვებას უწყობს ხელს.

ამის გარეშე აქტიური სპორტული ცხოვრებაც ვერ უშველის ზედმეტი წონის მქონე ადამიანებს, დაიკლონ წონაში. იმაზე მეტ კალორიას თუ მიიღებენ, ვიდრე დაწვავენ, ვარჯიშისგან ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებენ.

ილუსტრაციების სახით, ჰენრი ჰარგრივზმა ამ იდეური მანიფესტისთვის რამდენიმე ფოტო გადაიღო, რომლის შექმნის დროსაც მან ზემოთ ჩამოთვლილ მავნე საკვებ პროდუქტებს გადაასხა სანთებელის დასატენი აირი და ყველაფერი დაწვა.