მწვანე ყავა – საუკეთესო საშუალება წონის დასაკლებად. მითი თუ რეალობა?

მწვანე ყავა – საუკეთესო საშუალება წონის დასაკლებად. მითი თუ რეალობა?
ბოლო დროს დიდი მითქმა-მოთქმაა ატეხილი გახდომის ახალ, უნიკალურ და მარტივ საშუალებაზე – მწვანე ყავაზე. მართლაც, ეს საკმაოდ საინტერესო და სპეციფიკური სასმელია, რომელსაც სხვადასხვა დადებითი თვისება აქვს. მათ შორის, რა თქმა უნდა, ყურადღებას იქცევს მისი უნიკალური ცხიმის წვის თვისება.

მწვანე ყავის თვისებები

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მწვანე ყავის სარგებლობა ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან დიდია, თუმცა მისი ზომიერი გამოყენების შემთხვევაში. ის მდიდარია ქლოროგენური მჟავებით, არის ერთ-ერთი ძლიერი ანტიოქსიდანტი. ამ უკანასკნელის წყალობით ორგანიზმიდან იდევნება თავისუფალი რადიკალები. საერთო ჯამში, მწვანე
ყავაში ანტიოქსიდანტების რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე წითელ ღვინოსა და შავ ყავაში. ყველაფერთან ერთად, ამ სასმლის შემადგენლობაში არის A, B, C და E ჯგუფის ვიტამინები და 1200-ზე მეტი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება.


მწვანე ყავა გასახდომად

ამ სასმელს მართლაც შეუძლია დაგაკლებინოთ წონაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას სწორად და ზომიერად მიიღებთ. ეს არ გახლავთ სამკურნალო პრეპარატი, ამიტომაც მისი გამოყენების ოპტიმალური ფორმულა არ არსებობს, მაგრამ სამედიცინო გამოკვლევებმა ნამდვილად დაადგინა მწვანე ყავის ცხიმების დაწვის თვისება. დღეში მხოლოდ ერთი ფინჯანი, ან უმჯობესია 2 დღეში ერთხელ, თანაც დღის განმავლობაში – ეს გახლავთ მწვანე ყავის მიღების ოპტიმალური დოზა. საღამოს ამ სასმლის მიღებას არ გირჩევთ, რადგან შესაძლოა, უძილობა გამოიწვიოს. ასევე არ არის რეკომენდებული ამ სასმლის დიდი რაოდენობით მიღება ადამიანებისთვის მაღალი არტერიული წნევით.

მწვანე ყავა აქვეითებს მადას. მის შემადგენლობაში საკმაოდ დიდი რაოდენობით კოფეინი შედის, რაც ორგანიზმს ტონუსში ყოფნაში ეხმარება. მედიკოსები ამტკიცებენ, რომ სასურველი ეფექტის მიღწევა წონაში დასაკლებად შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მწვანე ყავის ზომიერ მიღებას შეუთავსებთ ვარჯიშს.


მწვანე ყავა: დადებითი და უარყოფითი თვისებები

სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ მწვანე ყავის სწორად მომზადებისა და ზომიერად მიღების შემთხვევაში ჩვენს ჯანმრთელობას არანაირი ზიანი არ მიადგება. სასმელი დაგვეხმარება, თავი ვიგრძნოთ მხნედ, აღვიდგინოთ ძალები და დაარეგულიროს ნივთიერებათა ცვლა ჩვენს ორგანიზმში. გარდა ამისა, სასმელი თავის ტვინის მუშაობას ასტიმულირებს. თუმცა არსებობს რიგი უკუჩვენებებისა, რომელთაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება.

მწვანე ყავა არ უნდა მიიღოთ, თუ თქვენ აღგენიშნებათ:

- შაქრიანი დიაბეტი;
- გლაუკომა;
- ოსტეოპოროზი;
- ნაღვლის ბუშტის დაავადებები;
- სისხლის შედედების დარღვევები.

როგორ მოვამზადოთ მწვანე ყავა?

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მწვანე ყავა აუცილებლად მარცვლის სახით უნდა შეიძინოთ, რადგან დაფქული კარგავს თავის საწყის სასარგებლო თვისებების 40%-ს. უნდა მოხალოთ სახლის პირობებში 5-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ფქვავთ და ხარშავთ, როგორც ჩვეულებრივ, თურქულ ყავას (რამდენიმე ჩაის კოვზ ყავას ვყრით ჯეზვეში, ვასხამთ ცივ წყალს და მიგვყავს ადუღებამდე).


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 43 /
ირინა
სად იყიდება ?
17:03 / 19-06-2018
გამოხმაურება / 0 /
Meko
Gamatjobat,aq rac wavikitxe mwvane yavaze sisuleleame sazgvafgatet var da aqaurma dietologma mirchia dgeshi samjer davlio da iyideba vhveulebriv paketebshj dasayenebeli rogorc chai,aseve kapsulebis saxit
13:29 / 23-07-2016
გამოხმაურება / 1 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93