როგორ დავიკლოთ წონაში ახალ წლამდე დიეტისა და ვარჯიშის გარეშე? - Marao

როგორ დავიკლოთ წონაში ახალ წლამდე დიეტისა და ვარჯიშის გარეშე?

2020-11-28 15:13:52+04:00

ერთი თვე დარჩა ახალი წლის დადგომამდე და ამ დროის განმავლობაში ყველაფრის მოსწრება გვინდა, განსაკუთრებით კი - ფორმაში მოსვლა და ზედმეტი კილოგრამების მოშორება.

ამ ხნის განმავლობაში 3-4 კილოგრამის მოშორება საკმაოდ რეალურია. თანაც ისე, რომ არ გავითანგოთ სპორტდარბაზებში და არ მოვიკლათ თავი შიმშილისგან. გაინტერესებს როგორ? წაიკითხე ინსტრუქცია!

აითვისე აქტიური სუნთქვა

სუნთქვითი ვარჯიშები დაგეხმარება ჟანგბადის კონცენტრაციაში, რაც ბუნებრივი ცხიმისმწველი საშუალებაა. სცადე ღრმა სუნთქვა მუცლით (ჩასუნთქვისას გამობერე მუცელი, შემდეგ ნელა ამოისუნთქე – გაიმეორე 8-ჯერ); ზედაპირული აქტიური სუნთქვა (მოკლე ჩასუნთქვა და მოკლე ამოსუნთქვა მუცლის კუნთების დაძაბვით – გაიმეორე 4-ჯერ); შერეული სუნთქვა (ღრმა ჩასუნთქვა ცხვირით, რიტმული ამოსუნთქვა პირით 4 თვლაზე – გაიმეორე 4-ჯერ). სუნთქვითი ვარჯიშის ჩატარება უმჯობესია უზმოზე დილით და საღამოს.

Image result for diet motivation gif

შეცვალე სიარულის ტემპი

გსურს სეირნობის დროს 2-ჯერ მეტი კალორია დაწვა? შეცვალე სიჩქარე. დაიწყე ნელი ტემპით, 5 წუთში გადადი საშუალო სიჩქარეზე, ხოლო კიდევ 5 წუთის შემდეგ - სწრაფზე.

ითვალე კალორიები კვირაში 3 დღე

დანარჩენი 4 დღე შეგიძლია შეინარჩუნო ჩვეული რაციონი. განტვირთვის დღეებში არ მიიღო 800 კკალ-ზე მეტი. უპირატესობა მიანიჭე ცილოვან პროდუქტებს დაბალი გლიკომეტრიული ინდექსით (ბურღულეულს, ხილს, ბოსტნეულს).

Image result for diet motivation gif

მოძებნე თანამზრახველი

ყოველთვის მარტივია დიეტაზე ყოფნა დაქალთან ან კოლეგასთან ერთად. ასე შენ ორჯერ მეტს დაიკლებ, ვიდრე ზედმეტ კილოგრამებთან მარტო ბრძოლისას, - ამტკიცებენ მეცნიერები. ამ დროს შენში იღვიძებს როგორც შეჯიბრების სურვილი, ასევე მეგობრული თანადგომა – დესერტზე უარის თქმა მაშინ უფრო გაგიადვილდება, როცა ხედავ, რომ შენი მეგობარიც უარს ამბობს მასზე.

შეიძინე გასაბრტყელებელი

დიახ, სწორედ ის, ცომის გასაბრტყელებლად რომ ვიყენებთ! ის არაჩვეულებრივია პრობლემური ზონების მასაჟისთვის. წაისვი ანტიცელულიტური საშუალება და შეუდექი თეძოებზე ზემოდან ქვემოთ მის ტარებას. დაამუშავე თეძოსა და ბარძაყების წინა, უკანა და შიდა ზედაპირი. ყოველდღიურად თითოეულ ფეხზე 80 მოძრაობა საკმარისი იქნება.

Image result for diet motivation gif

სტარტი აიღე ციკლის სწორ ფაზაში

უფრო კონკრეტულად კი, მე-4 დან მე-14 დღის ჩათვლით. ამ პერიოდში ნივთიერებათა ცვლა გააქტიურებულია, შესაბამისად კი, შენი მონდომება მაქსიმალურ შედეგს გამოიღებს და ზედმეტი კილოგრამები თვალსა და ხელს შუა მოგშორდება.