მუცლის ვაკუუმ-ვარჯიშები - სულ რაღაც სამ კვირაში იდეალური პრესის მისაღებად

მუცლის ვაკუუმ-ვარჯიშები - სულ რაღაც სამ კვირაში იდეალური პრესის მისაღებად
"ვაკუუმი მუცელში" - ერთ-ერთ ეფექტურ ვარჯიშად ითვლება მუცლის პრესისთვის. ამ მეთოდს იოგაშიც იყენებენ და მისი მეშვეობით სულ რაღაც სამ კვირაში შესამჩნევად გაიმკვრივებთ მუცლის შიდა კუნთებს, შეამცირებთ თქვენი წელის გარშემოწერილობას და მუცელსაც ფორმაში მოიყვანთ.

"ვაკუუმი მუცელში" – სწორი ტექნიკა





  1. ვარჯიშებს ვაკეთებთ დაწოლილ მდგომარეობაში. იმის გათვალისწინებით, რომ ეს, პირველ რიგში, გასაკაჟებელი ვარჯიშებია, მათი შესრულება საჭიროა რაც შეიძლება ხშირად, ან მინიმუმ კვირაში 5-ჯერ.
  2. საწყისი მდგომარეობა – წევხართ ზურგზე, ხელები სხეულის გასწვრივ, ფეხები მუხლებში გაქვთ მოხრილი, კუნთები მოშვებული. ნელა ამოისუნთქეთ,
    თანდათან გაათავისუფლეთ ჰაერისგან ფილტვები ისე, რომ არ დაძაბოთ ამ დროს სხეულის არცერთი კუნთი.
  3. გაათავისუფლეთ ფილტვები ჰაერისგან. დაიწყეთ მუცლის კუნთების ნელ-ნელა დაჭიმვა. შეეცადეთ, შეზნიქოთ მუცელი მაქსიმალურად ძლიერად. ამ დროს სუნთქვა შეაჩერეთ. ეცადეთ, დააფიქსიროთ მუცლის ქვედა წერტილი და დაჭიმოთ ის 10-15 წამის განმავლობაში. შემდეგ ამოისუნთქეთ და ამ დროსაც მაქსიმალურად შეზნიქეთ მუცელი.
  4. ჩაისუნთქეთ, არ მოადუნოთ მუცელი – დაძაბეთ მუცლის კუნთები და შეაჩერეთ სუნთქვა 10-15 წამის განმავლობაში. შემდეგ ისევ შეზნიქეთ მუცელი და პრესის კუნთები დაჭიმეთ. თუ გიჭირთ სუნთქვის შეჩერება, გააკეთეთ პატარ-პატარა ამოსუნთქვები.
  5. ამოისუნთქეთ, მოადუნეთ მუცელი, რამდენჯერმე მსუბუქად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, შემდეგ კი ფილტვებიდან გამოუშვით ჰაერი, თან, რაც შეიძლება ძლიერად შეზნიქეთ მუცელი. ამასთან, შეეცადეთ, დაჭიმული გქონდეთ მუცლის კუნთები. ახლა მაქსიმალურად გამობურცეთ მუცელი ისე, რომ არ ჩაისუნთქოთ. ამოისუნთქეთ და მოეშვით.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 7 /
memento mori
ჯერ ერთი თუ პრესზეა ლაპარაკი აქ მკერდის სურათი რა შუაშია
01:03 / 22-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
იოგა სუნთქვის შეკავებას არ ითვალისწინებს , იოგას ნებისმიერი ვარჯიშის დროს რეკომენდირრებულია სწორი სუნთქვა . გარდა ამისა იოგას ბევრად ეფექტური ვარჯიაები აქვს მუცლის პრრესისა თუ სხვა კუნთების გასამკვრივებლად.
01:00 / 22-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93