ამ სასმლის დალევა რეკომენდებულია უზმოზე. გარდა იმისა, რომ წონაში დაგაკლებინებთ, ის დილიდან გაგამხნევებთ, გაწმენდს თქვენს ორგანიზმს და გაგიმყარებთ იმუნიტეტს.
დაგჭირდებათ:
- დაფქული დარიჩინი 0,5 ჩ.კ,
- თაფლი 1 ჩ/კ,
- ლიმონი 1 ნაჭერი,
- ცხელი წყალი 1 ჭიქა.
მომზადების წესი:
- ცხელ წყალში ჩააგდეთ ლიმონის ნაჭერი და დაუმატეთ ცოტაოდენი დაფქული დარიჩინი.
- გააჩერეთ 5-10 წუთი. როცა წყალი ცოტათი შეგრილდება, დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და მიირთვით.
ეფექტი შესამჩნევი იქნება კოქტეილის რეგულარულად მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ.