ნაყინის დიეტა: მინუს 3 კგ 5 დღეში - Marao

ნაყინის დიეტა: მინუს 3 კგ 5 დღეში

2014-04-30 11:27:47+04:00

დიეტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ დღის განმავლობაში დაშვებულია 150 გრ ნაყინის მირთმევა.

რა თქმა უნდა, აუცილებელია, შეარჩიოთ მხოლოდ ნატურალური ნაყინი. ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოთ ნაყინის შემადგენლობას: დაშვებული ნორმებია – 10 გრ ცხიმი 100 გრ პროდუქტში. მოცემული დიეტის დაცვა რეკომენდებულია მხოლოდ 5-7 დღე.

მენიუს ნიმუში:

საუზმე – კომბოსტოს სალათა და 100 გრ უცხიმო ხაჭო.

სამხარი – 80 გრ პლომბირი.

სადილი – ზეთში ჩაშუშული ბადრიჯანი ან ყაბაყი და ბოსტნეულის სუპი.

წახემსება – 80 გრ პლომბირი.

ვახშამი – 100 გრ მოხარშული ქათამი და ბოსტნეულის სალათა.

ნაყინის უფრო მეტად პოპულარული მონო-მენიუ გახლავთ – მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ  4-5 პორცია (200 გრ) პლომბირის მიღება. ამის გაკეთება კვირაში მხოლოდ ერთი დღე შეგიძლიათ, მეტი დაუშვებელია.