ექსპრეს-დიეტა – "დღეში 1 კგ" - Marao

ექსპრეს-დიეტა – "დღეში 1 კგ"

2014-07-05 11:46:12+04:00

ამ დიეტის დაცვა ხანგრძლივად არ არის რეკომენდებული. შეგვიძლია გავაკეთოთ კვირაში მხოლოდ 2-3 დღე.

მაშ ასე:

დილის 7 სთ-ზე – უშაქარო მწვანე ჩაი

9 სთ-ზე – მოხარშული კვერცხი;

11 სთ-ზე – 1 სუფრის კოვზი წინასწარ ადუღებულ წყალში დამბალი ქიშმიში;

13 სთ-ზე – 100 გ მოხარშული ხორცი (ქათამი, ან ძროხის მჭლე ხორცი);

15 სთ-ზე – 1 ჭიქა პომიდვრის წვენი;

17 სთ-ზე – მოხარშული კვერცხი;

19 სთ-ზე – ვაშლი

21 სთ-ზე – 1 ჭიქა რძე (მაწონი, კეფირი).

რეკომენდაციები:

- მაქსიმალურად ეცადეთ შეზღუდოთ მარილი;

- არავითარ შემთხვევაში არ ჩაანაცვლოთ პროდუქტები და არ გამოტოვოთ ჭამის საათები.

- იკვებეთ მკაცრად მოცემულ დროებში.

- წყალი სვით განუსაზღვრელი რაოდენობით, აუცილებლად თითო ჭიქა მაინც კვებებს შორის. ჩაი, ყავა – ამ შემთხვევაში არ ითვლება.

- დიეტა არ არის ვეგეტარიანელებზე გათვლილი.

მაგრამ მაინც, ნუ ჩაიციკლებით დიეტებზე, საუკეთესო გასახდომი საშუალება – ეს მაინც სწორი კვება და სპორტია!

ასევე იხილეთ:

3-დღიანი დიეტა "კეფირი ჭარხლით" – მინუს 5 კგ

ექსპრეს-დიეტა