ხილის: 1,5 კგ ახალი ხილი (ნებისმიერი ბანანის გარდა) 5-6 ნაწილად გაყავით და დღის განმავლობაში მიირთვით. უპირატესობა მიანიჭეთ საზამთროს, ნესვს, ქლიავს, ატამს. ვიტამინების გარდა, ისინი ანტიდეპრესანტების მაგვარ ნივთიერებებს შეიცავენ, რაც კარგი განწყობის გარანტია.
თუ საზამთროს აირჩევთ... იგი არის შარდმდენი და აუმჯობესებს კუჭის მოქმედებას. თუ 3-5 კილოს მოკლება გაქვთ გადაწყვეტილი, 5 დღის განმავლობაში მხოლოდ საზამთრო უნდა ჭამოთ. წონის 10 კილოზე 1 კილო საზამთრო. განტვირთვის დღეების დასრულების შემდეგ კიდევ 10 დღე ვახშამზე საზამთრო უნდა ჭამოთ. წონის 30 კილოზე 1 კილო საზამთრო.
მარტივი რეცეპტი მათთვის, ვისაც მთელი დღე საზამთროზე ყოფნა არ შეუძლია. საკვების ყოველ მიღებამდე, 1 საათით ადრე შეჭამეთ 1 კილო საზამთრო.
თუ ქლიავს აირჩევთ... იგი B ჯგუფის ვიტამინებითაა მდიდარი. აგრეთვე, კალიუმით, კალცით, ფოსფორითა და მაგნიუმით. მიირთვით დღეში 1-2 კილო ქლიავი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ უგაზო მინერალური წლისა და მწვანე ჩაის დალევა.
ვისთვისაც რთულია მთელი დღე ქლიავის დიეტაზე ყოფნა, ვურჩევთ, ყოველ დილით, უზმოზე 5-6 ცალი ნაყოფი შეჭამოს.
თუ ნესვი აირჩიეთ...
მოიმარაგეთ 1-1,5 კგ ნესვის რბილობი. გადაანაწილეთ 4-5 მიღებაზე. დიეტის დროს უარი თქვით მარილზე, შაქარზე და ცხარე საკვებზე.
თუ ატამი აირჩიეთ...
კალიუმით მდიდარი ხილია. სასარგებლოა მათთვის, ვისაც გული აწუხებს. თუ კვირაში 2 დღეს ატამზე (გარგარზე) გაატარებთ, შეგიმცირდებათ შეშუპება, რაც გულ-სისხლძარღვათა დაავადებითაა გამოწვეული. დღის განმავლბაში მიირთვის 2-2,5 კილო ხილი. სვით წყალი. უშაქრო ჩაი, ყავა.
თუ ვაშლი აირჩიეთ...
მთელი დღე 1,5 კგ ვაშლი (უმი სახით ან გამომცხვარი) უნდა ჭამოთ.
მაწვნის
ეფექტიანი მეთოდია. აუმჯობესებს ნაწლავების მუშაობას, აქრობს შიმშილის გრძნობას. დღეში უნდა მიიღო 1,5 მაწონი.
კიტრის
1,5 კგ კიტრი 5 ნაწილად გაყავით და მიირთვით დღის განმავლობაში. შეგიძლიათ მწვანილიც მიატანოთ.
ცილის
დაშვებულია უცხიმო ხორცი და თევზი. კიტრის, პომიდვრისა და მწვანილის გარნირით. უნდა მიირთვათ ყოველ 4-5 საათში ერთხელ.
ბრინჯის
150 გრამი ბრინჯი მოხარშეთ წყალზე, უცხიმოდ და უმარილოთ. გაყავით სამ პორციაზე. დღის განმავლობაში, ბრინჯსა და ბრინჯს შორის შეგიძლიათ შეჭამოთ 1 ცალი ვაშლი და 1 ცალი სტაფილო.
მაწვნისა და წიწიბურის
წინა დღეს 200-250 გრამი წიწიბურა ადუღებულ წყალში ჩაალბეთ (ცხიმის, მარილისა და სანელებლების გარეშე). შეფუთეთ. დილით გაყავით სამ-ხუთ ნაწილად და მიირთვით. შუალედებში დალიეთ მაწონი (1 ლიტრი).
კვერცხის, ჭარხლისა და სტაფილოს
1 დღეში უნდა შეჭამოთ: 300 გრამი სტაფილო, ამდენივე ჭარხალი და 2 ცალი მოხარშული კვერცხი. უმი სტაფილო გახეხეთ, მოასხით 1 სადილის კოვზი მზესუმზირის ზეთი. მოხარშული ჭარხალიც გახეხეთ და მასაც ამდენივე ზეთი შეურიეთ. კვერცხი მიირთვით უცხიმოდ.
სტაფილო, ჭარხალი და კვერცხი 5 ნაწილად უნდა გადაანაწილოთ და დღის განმავლობაში შეჭამოთ.