10 მარტივი მეთოდი იმისათვის, რომ არ მიიღოთ ზედმეტი ცხიმი - Marao

10 მარტივი მეთოდი იმისათვის, რომ არ მიიღოთ ზედმეტი ცხიმი

2014-08-13 12:12:16+04:00

1. მოაცილეთ ხორცს თვალით ხილული ცხიმი;

2. მოაცილეთ ქათამს კანი;

3. მოხარშეთ ბულიონი, გააცივეთ და მოხადეთ ცხიმი.

4. შეიძინეთ თევზის კონსერვი, რომელიც საკუთარ წვენშია და არა ზეთში;

5. გამოიყენეთ ჭურჭელი, რომელიც არ იწვავს, ასე საჭმლის მომზადებისას ნაკლებ ცხიმს გამოიყენებთ.

6. გააუმჯობესეთ ხორცისა და ბოსტნეულის მომზადების მეთოდი – ჩათუთქეთ, მოამზადეთ ორთქლზე ან ფოლგაში.

7. მაიონეზის მაგივრად მოასხით სალათებს ლიმონის წვენი, შეკმაზეთ მწვანილით, სუნელებით (1 კოვზ მაიონეზში – 160 კკალ.-იაა, მდოგვში – 20 კკალ, ხოლო კეტჩუპში – 15 კკალ).

8. ნუ შეიძენთ პროდუქტებს, რომელიც 30 %-ზე მეტ ცხიმს შეიცავს.

9. მაკარონს ყველის ნაცვლად დაუმატეთ პომიდვრის საწებელი.

10. არაჟანი შეცვალეთ უცხიმო კეფირით ან მაწვნით.