10-დღიანი დიეტის დასაცავად მოთმინება და მიზანსწრაფულობა გმართებთ; რაციონი კი საკმაოდ მრავალფეროვანია:
პირველი დღე - წყალზე მოხარშული წიწიბურა (შეგიძლიათ წინა დღეს მომინანქრებულ ქვაბში ჩაყაროთ წიწიბურა, დაასხათ ადუღებული წყალი და შეფუთოთ, მეორე დღეს კი მიირთვათ), რძე, მწვანე ჩაი.
მეორე დღე - 500 გრამი ხაჭო, ვაშლი (უმჯობესია გამომცხვარი).
მესამე დღე - მოხარშული ბრინჯი, ლიტრა-ნახევარი ტომატის წვენი (უმარილო).
მეოთხე დღე - 400 გრამი მოხარშული თევზი, მწვანე ბოსტნეული.
მეხუთე დღე - გაიმეორეთ პირველი დღის მენიუ.
მეექვსე დღე - 300 გრამი მოხარშული უცხიმო (უმჯობესია ხბოს ხორცი), მწვანე ბოსტნეული.
მეშვიდე დღე - 6 ჭიქა ჩაი თაფლთან ერთად.
მერვე დღე - ლიტრა-ნახევარი კეფირი.
მეცხრე დღე - ლიტრა-ნახევარი უგაზო მინერალური წყალი ლიმონთან ერთად.
მეათე დღე - წყალზე მოხარშული შვრიის ფაფა და ხილი.
ექსპრეს დიეტის დროს დღეში არანაკლებ 2 ლიტრი წყალი უნდა დალიოთ.
უმჯობესია, თუ დიეტის დროს ივარჯიშებთ, ისეთ ილეთებს შეასრულებთ, რომლებიც პრობლემური ადგილების გახდომაში დაგეხმარებათ.