როგორ დავიკლოთ წონაში დივანზე წამოწოლილებმა? – ფრანგი დიეტოლოგის უნიკალური მეთოდი

როგორ დავიკლოთ წონაში დივანზე წამოწოლილებმა? – ფრანგი დიეტოლოგის უნიკალური მეთოდი
ფრანგი დიეტოლოგი მადლენ ჟესტანი ამტკიცებს, რომ თუ წამოწოლილი მივირთმევთ მის მიერ შემოთავაზებულ მენიუს, უფრო ეფექტურად დავიკლებთ წონაში.
სპეციალისტმა დაამტკიცა, რომ ადამიანის სხეული ბევრად აქტიურად თავისუფლდება ტოქსინებისგან ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყოფნისას; შესაბამისად, წონაში კლებაც უფრო სწრაფად მიმდინარეობს. დაიმახსოვრეთ მადლენ ჟესტანის მიერ შემოთავაზებული 2-დღიანი დიეტის მენიუ.

უზმოზე: 2 ჭიქა უგაზო სუფთა, მინერალური წყალი (დალიეთ ისე, რომ არ ადგეთ საწოლიდან).

საუზმე:
ერთ ჭიქა რძეში არეული ერთი ჩაის კოვზი კაკაო და ერთი ჩაის კოვზი თაფლი, 15 წუთში ერთი გრეიპფრუტი (ან
ფორთოხალი).

სადილი:
200 გრ მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი ან თევზი, ბოსტნეულის გარნირით (კარტოფილის გარეშე).

2 საათში:
ერთი ჭიქა უცხიმო კეფირი თაფლით.

სამხარი:
ერთი ჭიქა წყალი ლიმონის წვენით და ერთი ჩაის კოვზი თაფლით.

ვახშამი:
3 ჭიქა ბოსტნეულის ბულიონი (10-10-წუთიანი ინტერვალებით), სვით წამოწოლილ მდგომარეობაში. შემდეგ მიირთვით ამ ბულიონიდან მოხარშული ბოსტნეული.

ბულიონის მომზადების წესი: 1 კგ პრასი, 500 გრ პომიდორი და 500 გრ სტაფილო დაჭერით მსხვილ ნაჭრებად, დაასხით 1,5 ლ წყალი, დაუმატეთ ერთი კონა კვლიავი, ხარშეთ 20 წუთი, შემდეგ გაწურეთ.

ძილის წინ (რა თქმა უნდა, წამოწოლილმა) მიირთვით ერთი ჭიქა ნატურალური იოგურტი ერთი ჩაის კოვზი თაფლით.

თუ კვებებს შორის შიმშილის გრძნობამ შეგაწუხათ, შეგიძლიათ მიირთვათ ფორთოხალი, გრეიპფრუტი ან ჩირი. შუადღემდე რეკომენდებულია ერთი ლიტრი სუფთა წყლის მიღება.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 12 /
მაკა
და მერე რომ ავდგები და ჭამას დავიწყებ აღარ მოვიმატებ? :)))))
13:34 / 03-06-2017
გამოხმაურება / 0 /
თამაზ თევდორაძე
ხახვი პარეა ვისაც გაინტერესებთ, სულაც არ არის ძნელი საშოვნელი, მიბრძანდით ნებისმიერ ბაზარში და იკითხეთ პრასი. დიახ, ფრანგულად პრასს ჰქვია Poireaux, რუსულად лук-порей. ჟურნალისტს (მთარგმნელს) უბრალოდ ლექსიკონში უნდა ჩაეხედა და აღარ იქნებოდა საკითხავი, თუ რა არის და სად ვიშოვოთ "ხახვი პარეა".
10:49 / 13-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93