ეს გახლავთ შვედი დიეტოლოგის, ანა იუჰანსონის 6-დღიანი დიეტა, რომელიც ცნობილია სახელწოდებით "6 ფოთოლი" და რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა მთელ მსოფლიოში თავისი ეფექტურობის წყალობით.
მაშ ასე, დიეტა "6 ფოთლის" მენიუ ასეთია:
დღე პირველი – თევზის მონო-დიეტა
- შეგიძლიათ მიირთვათ თევზის ნებისმიერი სახეობა, როგორც მოხარშული, ასევე ღუმელში ან ორთქლზე მომზადებული. დაშვებულია მარილი, არამწარე სანელებლები და მწვანილი. შეგიძლიათ მოამზადოთ უხა (კარტოფილისა და სხვა ინგრედიენტების გარეშე, გარდა მწვანილისა), თევზის ბულიონი.
დღე მეორე - ბოსტნეულის მონო-დიეტა
- მიირთვით ბოსტნეულის ნებისმიერი სახეობა ყველით, მოხარშული, ღუმელში მოხარშული ან ჩაშუშული. შეგიძლიათ შეანელოთ მარილით და არამწარე სანელებლებით, მწვანილით. დასაშვებია ბოსტნეულის წვენები დანამატების გარეშე.
მესამე დღე – ქათმის მონო-დიეტა
- ამ დღისთვის თქვენი ნუგბარი – ქათმის მოხარშული, შემწვარი ან ჩაშუშული თეთრი ხორცი იქნება... რა თქმა უნდა, კანის გარეშე. დაშვებულია მარილი და არამწარე სანელებლები, მწვანილი. შეგიძლიათ მიირთვათ ქათმის ბულიონიც.
მეოთხე დღე – მარცვლეულის მონო-დიეტა
- მიირთვით ნებისმიერი სახეობის მარცვლეულის ფაფა, მოერიდეთ მზესუმზირას და პურს. შეგიძლიათ გამოიყენოთ მარილი და მწვანილი. დასაშვებია ბურახი.
მეხუთე დღე – ხაჭოს მონო-დიეტა
- მიირთვით ხაჭო, უცხიმო ან დაბალცხიმიანი ნებისმიერი რაოდენობით. შეგიძლიათ მიიღოთ რძეც.
მეექვსე დღე – ხილის მონო-დიეტა
- დასაშვებია ხილის ნებისმიერი სახეობა უმი, შემწვარი ან ჩათუთქული სახით. შეგიძლიათ გამოიყენოთ სანელებლები: დარიჩინი, ვანილი, ლიმონის ცედრა. ასევე, შეგიძლიათ სვათ უშაქრო ხილის წვენები.
დიეტის დროს შაქარი და შაქრის შემცველი კერძები მკაცრად იკრძალება! სასურველია, სვათ რაც შეიძლება მეტი სუფთა წყალი, ასევე, მწვანე და შავი ჩაი. ყავა, უმჯობესია, შეამციროთ ან საერთოდ გამორიცხოთ.