კეფირს გააჩნია სამკურნალო და იმუნომასტიმულირებელი თვისებები. სხვა სამკურნალო პროდუქტებთან შეთავსებაში კი ის ხდება ულტრასასარგებლო და უნივერსალური საშუალება.
1. კოქტეილი სახამებლებით: 200 გრ კეფირი, 1 ჩ.კ. ჯანჯაფილი, 1 ჩ.კ. დარიჩინი, დანის წვერი წითელი დაფქული წიწაკა, 2 ს.კ. მინერალური წყალი კარგად აურიეთ ერთმანეთში. მიიღეთ კოქტეილი დღეში ერთხელ 1 კვირის განმავლობაში.
2. კოქტეილი თაფლით: თუ არ შეგიძლიათ ცომეულზე უარის თქმა, ეცადეთ, მიირთვათ ის დღის პირველ ნახევარში და დააყოლოთ ეს კოქტეილი: 200 გრ კეფირი, 1 ჩ.კ. თაფლი, 1 ჩ.კ. ჯანჯაფილი, 2 ს.კ. ანადუღარი წყალი, მწიკვი დარიჩინი და 1 ნაჭერი ლიმონი. მიიღეთ დღეში ერთხელ 1 კვირის განმავლობაში.
3. კოქტეილი ვაშლით: ეს სასწაული სასმელი ხელს უწყობს მადის დაქვეითებას და შეუძლია შეცვალოს საუზმე ან ვახშამი. საშუალო ზომის 5 ვაშლი გაფცქვენით და გახეხეთ. დაამატეთ 300 გრ უცხიმო კეფირი, მწიკვი დარიჩინი და ათქვიფეთ ბლენდერში ან მიქსერით. მიიღეთ კოქტეილი დღეში ერთხელ 1 კვირის განმავლობაში.
სრულად იხილეთ: reitingi.ge