დღეს თითქმის აღარ კამათობენ იმის შესახებ, რომ დაავადებათა უმრავლესობა ორგანიზმის დაბინძურების ბრალია.
წიდები, სითხე და ტოქსინები სახსრებში, ქსოვილებში, სისხლძარღვებში, ვენებში, უჯრედებსა და კაპილარებში გროვდება და ანელებს ცხოველმყოფელობის პროცესს.
ფილტვები, თირკმელები, ღვიძლი, ნაწლავები და სხვა ორგანოები, რომლებიც ორგანიზმის გაწმენდაში მონაწილეობენ, იძულებულნი არიან, დიდი დატვირთვით იმუშაონ. თუ ტოქსინები ორგანიზმიდან დროულად არ გამოიდევნა, ზიანდება არა მარტო ცალკეული ორგანოები, არამედ მთელი სისტემები, ჭუჭყიანდება სისხლი, ირღვევა მჟავატუტოვანი წონასწორობა.
არასასურველი ნივთიერებები ორგანიზმიდან შეიძლება გამოვაძევოთ ისეთი ნახარშებისა და ნაყენების საშუალებით, რომელთაც აქვთ შარდმდენი, საფაღარათო, აირების დაგროვების საწინააღმდეგო და ოფლმდენი მოქმედება. ეფექტიანია ვეგეტარიანული კვება და სამკურნალო შიმშილობაც, ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალება კი შავი ბოლოკია.
შავ ბოლოკს მრავალი სასარგებლო თვისება აქვს:
• ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას;
• აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას;
• ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოდევნას;
• მდიდარია კალციუმისა და მაგნიუმის მარილებით;
• მონაწილეობს სისხლის შედედებაში;
• შეიცავს ფიტონციდებს - ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმს ინფექციისგან იცავს - და დიდი ოდენობით C ვიტამინს.
იხილეთ სრულად: mkurnali.ge