14 უცნაური მიზეზი, რაც ჩვენ წონაში მატებას იწვევს - Marao

14 უცნაური მიზეზი, რაც ჩვენ წონაში მატებას იწვევს

2019-03-20 10:00:17+04:00

1. ტელევიზორის ყურება

ბოლოდროინდელმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ ტელევიზორის რეგულარული ყურება და ადამიანის წონის მატება ურთიერთკავშირშია.

თუ ადამიანი დღის განმავლობაში 2 საათზე მეტხანს უყურებს ტელევიზორს ის უფრო სუქდება, ვიდრე ის, ვინც ნახევარ საათზე მეტხანს არ ზის ეკრანის წინ. საქმე იმაშია, რომ ტელევიზორს მოდუნებულ მდგომარეობაში სავარძელში ან ხშირად წამოწოლილი უყურებთ. შედეგად, პულსი სუსტება, წნევა დაბლა იწევს, მეტაბოლიზმი კი პასიურობს.

Image result for eating gif

2. სწრაფი ჭამა

ბოლო დროს ყველას სადღაც ეჩქარება და ყველა ძალიან სწრაფად ჭამს. დანაყრების სინდრომს ტვინი ჭამის დაწყებიდან 15-20 წუთის შემდეგ ღებულობს. თუ თქვენ სწრაფი მჭამელი ხართ, 20 წუთში სუფრაზე არსებულ ყველა კერძსა და პროდუქტს შეჭამთ. რაც გასუქების პირველი მიზეზია. სასურველია, მშვიდად ჭამოთ და თითოეული ლუკმა დიდხანს ღეჭოთ. მეცნიერების აზრით, ის, ვინც სწრაფად ჭამს ნელა მჭამელებზე ხშირად იტანჯება: გასუქებით, ქოლესტერინისა და წნევის მატებით.

Image result for eating gif

3. თან ჭამა, თან საქმე

ზოგჯერ სადილობისთვის დრო არ გვრჩება და იძულებულები ვართ თან ვიმუშაოთ, ტელევიზორს ვუყუროთ, ვიკითხოთ და თან ვჭამოთ, მაგრამ ასე არ გამოვა. საქმეში, კითხვაში გართული ვერ ამჩნევთ რამდენს ჭამთ და ესეც გასუქების მიზეზია.

4. ხშირი ფასტ-ფუდები

წონის მატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ადამიანები გადაეჩვივნენ სადილებისა და ვახშმების მომზადებას, ჯანსაღი პროდუქტების ჭამას და შიმშილის გრძნობას ფასტ-ფუდების მენიუებით იკმაყოფილებენ. მეცნიერებმა გამოითვალეს, რომ საშუალო ასაკის ქალი, რომელიც კვირაში ერთხელ მაინც იკვებება ფასტ-ფუდში წელიწადში დამატებით 17160 კკალორიაზე მეტს იღებს.

Image result for eating gif

5. ემოციური კვება

ზოგჯერ მარტოხელა ადამიანი, დეპრესიასა და ცუდ ხასიათზე ყოფნისას ან შიშის გავლენის ქვეშ მყოფი დანაკლისს საკვებით ინაზღაურებს. პრობლემები არ მცირდება, მაგრამ ზედმეტი კილოგრამები მატულობს. მეცნიერებმა გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ზედმეტი საკვების მიღების მთავარი მიზეზი სტრესია.

Image result for eating gif

6. ვარჯიშისთვის არ გცალიათ

ძალიან ბევრ ჭარბწონიან ადამიანს უნდა ვარჯიში მოხდენილი სხეულის მისაღებად, მაგრამ მის დაწყებას ორშაბათიდან, თვის დასაწყისიდან, ახალი წლიდან აპირებს. ზოგს თუ ეზარება, ზოგიც საქმეების გამო ვერ ახერხებს. თუმცა, თუ მოინდომებთ, ვარჯიშისთვის ყოველთვის გამონახავთ 15 წუთს მაინც.

7. მსუქანი შეიძლება მეგობრებმა გაგხადონ

რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნდა კვლევა, რომლის დასკვნაშიც ეწერა, რომ გასუქება შეიძლება `სოციალურად გადამდები~ დაავადება იყოს. მეცნიერები ამ სენს 32 წლის მანძილზე იკვლევდნენ, 12 ათას მოხალისეს აკვირდებოდნენ და დაამტკიცეს, რომ ადამიანს, რომელსაც მსუქანი მეგობარი, და ან მეუღლე ჰყავს, მასაც ელის გასუქება.

Image result for eating gif

8. ძილის უკმარისობა

ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ძილის ნაკლებობა ადამიანის გასუქებას იწვევს. ადამიანს დღეში 8 საათი უნდა ეძინოს, თუ ადამიანს ერთ საათზე ნაკლები სძინავს, მის ორგანიზმში ცხიმების რაოდენობა 3 პროცენტით მატულობს.

9. პროდუქტებზე ინფორმაციის არარსებობა

ძალიან ბევრი ადამიანი ისე მიირთმევს ამ თუ იმ პროდუქტს, რომ წარმოდგენა არა აქვს მის სასარგებლო ან უსარგებლო თვისებებზე ცხიმიანობასა და კალორიულობაზე. რაც უფრო მეტ მავნე პროდუქტს შეჭამთ, მით მეტად გასუქდებით.

10. საკრედიტო ბარათები

მეცნიერებმა გამოითვალეს, რომ ადამიანები, რომლებიც რესტორნებში საფასურს საკრედიტო ბარათებით იხდიან, 30 პროცენტით მეტს ხარჯავენ, ვიდრე ისინი, ვინც ნაღდი ანგარიშით იხდის ფულს.

11. საუზმის გარეშე

მეცნიერების დასკვნებით დგინდება, რომ ადამიანი, რომელიც დილაობით საუზმობს, ნაკლებად იტანჯება წონის მატებით.

12. არაკომფორტული სამოსი

კომფორტულ სამოსში ადამიანს აქტიურობა უფრო უიოლდება, ვიდრე არაკომფორტულ, მოჭერილ სამოსში. ასე რომ, ნუ შეიზღუდავთ თავს და მეტი იმოძრავეთ.

13. ხშირად აიწონეთ.

ცდის შედეგად დადგინდა, რომ ის, ვინც ყოველდღიურად დგება სასწორზე, 2 წელიწადში 6 კილოს იკლებს, ხოლო, ვინც აწონვას თავს არიდებს, _ მხოლოდ ორ კილოს.

Image result for eating gif

14. მოწყენილობა

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მოწყენილი ადამიანები უფრო მეტს და ხშირად ჭამენ, ვიდრე მხიარულები.