საუზმე: ერთი სავსე ჭიქა დაბალპროცენტიანი კეფირი და შავი პურის ორი ორცხობილა, რომელზეც წასმული იქნება ხაჭო (შეგიძლიათ ხაჭოს დაუმატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში).
მეორე საუზმე: ერთ ჭიქა კეფირში ჩაყარეთ ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინის ფხვნილი და 100 გრ ნებისმიერი ხილი (ოღონდ არა ბანანი).
სადილი: ერთი სავსე ჭიქა ბოსტნეულის თბილი ბულიონი (კარტოფილის გარეშე!) ან 200-გრამიანი ბოსტნეულისა და მწვანილის სალათა; ასევე, ერთი ჭიქა კეფირი.
სამხარი: 100 გრ წმინდად გახეხილი მწვანე ვაშლი და 200 გრ კეფირი.
ვახშამი: ერთი ფინჯანი კეფირი დარიჩინით (არაუმეტეს ერთი ჩაის კოვზისა) და 150 გრ უცხიმო ხაჭო, რომელშიც არეული იქნება ერთი ჩაის კოვზი თაფლი ან დაჭრილი მწვანილი.
ძილის წინ რეკომენდებულია მიირთვათ პატარა ნაჭერი ლიმონი, 5 წუთში კი პატარა ყლუპებად დალიოთ ერთი ჭიქა კეფირი.
ასევე იხილეთ:
მოასწარით ახალ წლამდე - კეფირის ერთკვირიანი დიეტა, მინუს 4-6 კგ
კეფირის კოქტეილის 6 რეცეპტი - წონაში კლება, იმუნიტეტის გაძლიერება, მადის დაქვეითება...