12 პროდუქტი, რომელიც დიეტის გარეშე გახდომაში დაგეხმარებათ

12 პროდუქტი, რომელიც დიეტის გარეშე გახდომაში დაგეხმარებათ
თუ ამ პროდუქტებს ყოველდღიურ რაციონში ჩართავთ, უდიეტოდ გახდებით.

ზეთისხილი - დღეში 10 ცალი საკმარისია, რომ მიიღოთ სასარგებლო მინერალები და ვიტამინები. გარდა ამისა, ზეთისხილი შიმშილის გრძნობას დიდი ხნით ახშობს.

უცხიმო თევზი - დაბალკალორიულია და მშვენიერია მოხარშული სახით დიეტაზე მყოფთათვის. იგი დიდი ხნით დაგანაყრებთ და სასარგებლო ნივთიერებებითაც გაამდიდრებს თქვენს ორგანიზმს.

ინდაურის ხორცი - დიდი ხნით დაგანაყრებთ, მაგრამ კუჭში სიმძიმის შეგრძნებას არ იწვევს. გარდა ამისა, ქათმის ხორცისგან განსხვავებით, იგი ალერგიას არ იწვევს.

კომბოსტო - მიირთვით ყველა სახეობის და
განუსაზღვრელი რაოდენობის. კომბოსტო მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, აუმჯობესებს სისხლის მდგომარეობას. დაბალკალორიულია და დიდი ხნით დაგანაყრებთ.

კიტრი - ყველასათვის ცნობილია, რომ კიტრი 95 პროცენტით წყლისგან შედგება. გარდა ამისა, იგი მდიდარია სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით. აუმჯობესებს კუჭის მოქმედებას, ორგანიზმიდან გამოაქვს წიდები, შხამები და ზედმეტი სითხე (განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც შეშუპება აწუხებს).

მწვანე ბარდა - დაბალკალორიულია და დიდი ხნით დანაყრების შეგრძნებას იწვევს. მწვანე ბარდაში არსებული უჯრედისი აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას. გასათვალისწინებელია, რომ გახდომის მსურველებმა უნდა მიირთვან ცოცხალი ბარდა და არა გაყინული ან დაკონსერვებული. ამ უკანასკნელში სასარგებლო თვისებების 90 პროცენტი დაკარგულია.

ჭარხალი - მოხარშული ქინძითა და ნივრით (ან ტყემლით) შეზავებული სასარგებლო და გემრიელი კერძია დიეტაზე მყოფთათვის. იგი აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას. ორგანიზმიდან გამოაქვს წიდები და შხამები.

პაპრიკა - მდიდარია სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით. აგიმაღლებთ იმუნიტეტს. გარდა ამისა, მისი ჭამა სასურველია ძნელად მოსანელებელ კერძებთან ერთად, რადგან იგი ეხმარება ორგანიზმს მათ გადამუშავებაში.

სატაცური - მართალია, თავისებური გემო აქვს, მაგრამ უამრავი ვიტამინისა და მინერალის გამო მისი შეყვარებაც შეიძლება. იგი საოცრად სასარგებლო პროდუქტია. ორგანიზმიდან გამოაქვს წლობით დაგროვებული წიდებიც კი.

ზეითუნის ზეთი - კალორიული პროდუქტია, მაგრამ ორგანიზმისთვის უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. იგი განსაკუთრებით სასარგებლოა ქალებისათვის, რადგან აახალგაზრდავებს კანს, თმასა და ფრჩხილებს.

ანანასი - არსებობს ვარაუდი, რომ იგი ცხიმს წვავს, თუმცა მეცნიერები ამ საკითხს ჯერ კიდევ იკვლევენ და საბოლოო დასკვნა არ გაუკეთებიათ. სამაგიეროდ, იგი საგრძნობლად აქვეითებს მადას. ანანასის რამდენიმე ნაჭრით შეგიძლიათ ვახშამი ჩაანაცვლოთ.

წყალი - ყველასთვის - დიეტაზე მყოფი და საკუთარი სხეულით კმაყოფილი ადამიანისთვისაც - აუცილებელია. დღეში 2 ლიტრზე ნაკლები არ უნდა დალიოთ. იგი აქვეითებს მადას და სასურველია, 1 ჭიქა წყალი საკვების მიღებამდე 10-15 წუთით ადრე დალიოთ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ნათ
მწვანე ჩაი და უპუროდ ჭამა ყველაზე ეფექტურია
19:10 / 19-12-2015
გამოხმაურება / 0 /
თაკო
სხვა მეტი რამე გაქვთ
15:16 / 16-02-2015
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93