ჩვენ გასწავლით, როგორ დაიკლოთ წონაში გემრიელად და სასარგებლოდ. ამისათვის საჭიროა სურვილი და ჩვენი რჩევების წაკითხვა. ეს დიეტა განსაკუთრებით სასარგებლოა გაზაფხულზე, რათა ორგანიზმმა საჭირო ვიტამინები და მინერალები აღიდგინოს. პროდუქტების რაოდენობაში შეზღუდული არ ხართ, ჭამეთ იმდენი, რამდენიც გესიამოვნებათ. ჭამამდე 10-15 წუთით არ დაგავიწყდეთ წყლის დალევა.
პირველი დღე - ხილი
თუ ხილის მოყვარული ხართ, მოიმარაგეთ საყვარელი ხილი (გარდა ბანანისა) და მთელი დღის განმავლობაში მიირთვით განუსაზღვრელი რაოდენობით. დიეტისთვის საუკეთესო, რა თქმა უნდა, საზამთროა, მაგრამ ზამთარში ვაშლიც იდეალურია.
მეორე დღე - ბოსტნეული
აირჩიეთ მოთუშული, მოხარშული ან უმი ბოსტნეული. გამორიცხეთ სიმინდი და პარკოსნები. შეგიძლიათ ღუმელში გამომცხარი კარტოფილიც მიირთვათ.
მესამე დღე - ხილი+ბოსტნეული
მოამზადეთ ხილისა და ბოსტნეულის სალათები. შეაზავეთ ლიმონის წვენითა და წიწაკით. სამწუხაროდ, დღეს გამომცხვარ კარტოფილს ვეღარ მიირთმევთ.
მეოთხე დღე - ბანანი+იოგურტი
დიეტის მენიუში ბანანის ამოკითხვა ნუ გაგიკვირდებათ, ორგანიზმი დამატებით ვიტამინებს საჭიროებს. ბანანი კი კალიუმითაა მდიდარი. დღის განმავლობაში შეიძლიათ მიირთვათ 8 ცალი ბანანი და დალიოთ 8 ჭიქა უცხიმო რძე ან იოგურტი.
მეხუთე დღე - ქათამი+პომიდორი
ქათამი შეგიძლიათ ინდაურის ხორცით ჩაანაცვლოთ. ჭამეთ იმდენი, რამდენსაც ორგანიზმი მოგთხოვთ. მთავარია, ხორცი იყოს მოხარშული და უმარილო. გარნირად გამოგადგებათ პომიდორი. არ დაგავიწყდეთ წყლის დალევა.
მეექვსე დღე - ქათამი+ბოსტნეული
ისევ მოხარშული ქათამი, მაგრამ ამჯერად უმ ან მოხარშულ ბოსტნეულთან ერთად. კარტოფილი, სიმინდი და პარკოსნები ისევ გამორიცხეთ.
მეშვიდე დღე - წვნიანი
მოამზადეთ წვნიანი. დაგჭირდებათ: 2 ცალი ხახვი, 1 ცალი ყაბაყი, 1 ცალი ტკბილი წიწაკა, პომიდორი, ნიახური და მწვანილები. ინგრედიენტები მოხარშეთ, დაუმატეთ საყვარელი სანელებლები და დააბლენდერეთ. წვნიანი უნდა მიიღოთ დღის განმავლობაში.
ამ დიეტის წყალობით დაიკლებთ წონაში, დაირეგულირებთ შაქრის დონეს სისხლში, გაიწმინდავთ ღვიძლს და გაიმდიდრებთ ორგანიზმს ვიტამინებით.