როგორ მზადდება სასმელი, რომელიც დიეტის გარეშე კვირაში 4 კგ-ს დაგაკლებინებთ - Marao

როგორ მზადდება სასმელი, რომელიც დიეტის გარეშე კვირაში 4 კგ-ს დაგაკლებინებთ

2019-09-04 10:30:52+04:00

"გოგოებო, შოკში ვარ! ამ სასმელს ერთი კვირაა ვსვამ და 4 კგ დავიკელი" – გვწერს აღფრთოვანებული მკითხველი.

სასმელში შემავალი ყველა ინგრედიენტი სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ასე რომ, მისი მოსინჯვა ნამდვილად ღირს.

კეფირი – აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას. არანაკლებ სასარგებლოა დარიჩინი – სანელებელი, რომელსაც მთელი რიგი ჯადოსნური თვისებები აქვს და ჯანჯაფილი, რომელიც ბოლო დროს ყველაზე აქტუალურ გასახდომ საშუალებად სახელდება.

სასმლის მომზადების წესი ასეთია: ერთ ჭიქა კეფირში ჩაყარეთ მწიკვი დაფქული წითელი წიწაკა, 2 ჩაის კოვზი დარიჩინი და 2 ჩაის კოვზი დაფქული ჯანჯაფილი.

დალიეთ ეს სასმელი დღეში 2-3-ჯერ, მაშინ, როცა რაიმეს წაცმუცვნა მოგინდებათ; ასევე, საღამოს და უკვე ერთ კვირაში დატკბით შედეგით.