გახდი სტრესის გარეშე!

გახდი სტრესის გარეშე!
10 რჩევა მათთვის, ვინც გახდომა გადაწყვიტა
რჩევა 1

ცხარე საკვები


წითელ წიწაკაში შემავალი ნივთიერებები საკვების მიღებიდან 20 წუთის განმავლობაში წვავს ზედმეტ კალორიებს. პირშუშხა, მდოგვი და კოჭაც შესანიშნავად "გაართმევენ" თავს ამ საქმეს, რადგან ისინი სხეულში ნივთიერებათა ცვლასა და ცხიმების წვას უწყობს ხელს.

რჩევა 2

დილაობით...

ყოველ დილით, ერთსა და იმავე დროს აიწონე. ყოველდღიურად სხვაობა წონაში შესაძლოა 0,5-დან 2 კილომდე მერყეობდეს. წონის კლებას აუცილებლად შეამჩნევთ ფიზიკური დატვირთვის შემდეგაც. გახსოვდეს, რომ მენსტრუაციის დღეებში წონა რეალურზე 1-2 კგ-ით მეტი
იქნება და არ შეშინდე.

რჩევა 3

არ დაგავიწყდეს საკუთარი თავის განებივრება…


ვინ თქვა, რომ დესერტი და დიეტა ერთმანეთთან შეუსაბამოა?
სხვადასხვა ხილი და კენკრა გემოვნების მიხედვით აურიე უცხიმო იოგურტთან, შაქრის ნაცვლად დაუმატე სულ ცოტა დარიჩინი და დატკბი გემრიელი დესერტით. ხაჭო და იოგურტი დიდი რაოდენობით ცილას შეიცავს, რაც ხელს უწყობს გახდომას. თუ ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა და ორგანიზმი მაინც გთხოვს ტკბილ საკვებს, მაშინ ერთი ცალი ბანანი ან ერთი ჭიქა თაფლიანი რძე მიირთვი.

რჩევა 4

შიმშილის წინააღმდეგ

თუ ძლიერი შიმშილი შეგაწუხებს, შეგიძლია მიირთვა საწუწნი აბი სალბის ექსტრაქტით (იგი ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ შეიძინოთ). სალბი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც მადას აქვეითებს.

რჩევა 5

ჩაიწერე ყველაფერი, რაც დღის განმავლობაში გააკეთე


იმის ნაცვლად, რომ კალორიები ითვალო და საშუალო არითმეტიკულით გამოიკვებო, აიღე უბის წიგნაკი, რომელშიც ყოველდღიურად ჩაწერ, რა მიირთვი მთელი დღის განმავლობაში. შეგიძლია საჭმელებს სურათებიც კი გადაუღოთ. დღის ბოლოს გადახედე რაციონს და ადვილად მიხვდები, სად გადააჭარბე. ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანს ჰგონია, იმაზე 20%-ით ნაკლები მიირთვა, ვიდრე სინამდველეში. აი პასუხი კითხვაზე, რატომ სუქდები, როცა თითქმის არაფერს ჭამ. ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც პერიოდულად აწარმოებენ აღრიცხვას, რა მიირთვეს მთელი დღის განმავლობაში, ბევრად სწრაფად და უმტკივნეულოდ ხდებიან.

რჩევა 6

ნუ გაიტანჯავ თავს შიმშილით

დარწმუნებული ვარ, ნამდვილად არ მოგეწონება, თუკი შუა სამუშაო პროცესში მუცელი თავს შეგახსენებს. ამ ყველაფრისგან თავის დასაღწევად გამოიყენე ისეთი პროდუქტი, რომელიც დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს (ბოსტნეული, ხილი, სალათის ფურცლები...) საუზმე ლიმონმოსხმული სალათით დაიწყე.


რჩევა 7

დაისახე მიზანი!

იყიდე სამოსი, რომლის შეძენაზეც დიდი ხანია ოცნებობდი, მაგრამ... ერთი ზომით პატარა. წარმოიდგინე, რა თვალისმომჭრელი იქნები მასში რამდენიმე კილოგრამის დაკლების შემდეგ. ეს კი საუკეთესო მიზეზი იქნება იმისათვის, რომ ზედმეტი კილოგრამები ნებისმიერი ხერხით მოიშორო თავიდან (უფრო სწორად, ტანიდან).


რჩევა 8

შეარჩიე შესაფერისი კომპანია

მეგობართან ერთად დიეტაზე ყოფნა ბევრად სახალისოა. ერთად წახვალთ საყიდლებზე, ერთმანეთს დიეტების ახალ რეცეპტებს და საკუთარ "მიღწევებს" გაუზიარებთ. შეთანხმდით და ერთმანეთს მაშინვე დაურეკეთ, როგორც კი სამსართულიანი ტორტის ან შოკოლადის მთლიანი ფილის შეჭმის სურვილი გაგიჩნდებათ. ინტერნეტში არა ერთი საიტი არსებობს, სადაც ქალები ერთმანეთს უზიარებენ რჩევებს და ამხნევებენ ზედმეტი კილოგრამების მოშორების "რთულ გზაზე". შეუერთით მათ და იქნებ თქვენზეც დადებითად აისახოს ეს ყველაფერი. ასეთი კლუბების არსებობის ძირითადი პლუსი ის არის, რომ იქ ანონიმურობა დაცულია. აირჩიე ნიკი და შეუერთდი ონლაინ "პუტკუნებს".

რჩევა 9

ჩაის ცერემონია

ცნობილია, რომ ადამიანები, რომლებიც მწვანე ჩაის რეგულარულად სვამენ, 60%-ით ნაკლებს მიირთმევენ. ეს კი სწორედ ამ მცენარის დამსახურებაა. მწვანე ჩაი წვავს ცხიმებს და სისხლში გლუკოზის დოზას არეგულირებს. თუკი ყოველდღიურად მიირთმევ ამ სასმელს, ჩათვალე, რომ 80 კკალ-ია "დამწვარია". ამ გზით წელიწადში 4 კილოს დაკლებაა შესაძლებელი.

რჩევა 10

ხანდახან შეიძლება!


კვირაში ერთხელ შეგიძლია საკუთარი თავი რაიმე გემრიელით გაანებივრო. მაგრამ ფრთხილად იყავი, მთელი კვირის შრომა წყალში არ ჩაყარო. არ იყიდოთ, მაგალითად, შოკოლადის დიდი ფილა, რადგანაც როდესაც ნუგბარი ჩანთაში ან სამუშაო მაგიდის უჯრაში გეგულება, თითქმის გამორიცხულია, რომ მხოლოდ ერთ ლუკმას დასჯერდე.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93