არსებობს წონის დაკლების და ჯანმრთელი ცხოვრების 5 მარტივი წესი, რომელსაც "ოქროს წესს" ეძახიან.
პირველი
პირველი, რითიც უნდა დავიწყოთ - დღესვე მიატოვეთ ღამით ჭამა. სანამ ჩვენ გვძინავს, ორგანიზმი მუშაობს. მან უნდა გადაამუშაოს ის საკვები, რომელიც მივიღეთ. 3 საათით ადრე დაძინებამდე შეწყვიტეთ საკვების მიღება და მიეცით საშუალება ორგანიზმს, დაისვენოს. ამ დროს ჩვენი ნერვული სისტემა ისვენებს. დილით კი მხნედ გაიღვიძებთ.
მეორე
მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ჩვენ წინაშე დგას, არის იმ საკვების რაოდენობა, რომელსაც ვღებულობთ. ამისგან თავის დაღწევა საკმაოდ რთული და ნელი პროცესია, რომელიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. დიდი რაოდენობით საკვების მიღება, თავის მხრივ, დამოკიდებულებაა.
თუ მკვეთრად შეამცირებთ საკვების რაოდენობას, ქვეცნობიერი პანიკაში ჩავარდება და ორგანიზმი სტრესს მიიღებს, რის შედეგად თანმდევი იქნება შიმშილის გრძნობა. ამიტომ კერძის ულუფა თანდათან უნდა შეამციროთ. ამით თქვენ არ იგრძნობთ დისკომფორტს და შეძლებთ, ზიანის გარეშე დაიკლოთ წონაში.
მესამე
როგორ ჭამთ! ჰო! როგორ ჭამთ? სწრაფად, ნელა, ყლაპავთ, ცუდად ღეჭავთ საკვებს თუ კარგად.
ჭამის პროცესი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მისი მომზადება. ლამაზად გააფორმეთ საკვები თქვენს თეფშზე. ჭამეთ ნელა და კარგად დაღეჭეთ საკვები. შეიგრძენით საჭმლის გემო ყველა რეცეპტორით. ისიამოვნეთ საჭმლით, დატკბით. თქვენ ამ დროს იკვებებით და არა ჭამთ. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ საჭმლის სუნით ადამიანი იკმაყოფილებს კვების 60 პროცენტს, ყურებისას - 38 პროცენტს და მხოლოდ 2 პროცენტი გვჭირდება დაგემოვნებისათვის.
მეოთხე
შეწყვიტეთ ორგანიზმზე ზეწოლა საყვარელი საკვების უარყოფით, იმიტომ, რომ ესეც სტრესს იწვევს, რადგან ის ჯერ არ არის მზად ცვლილებებისთვის. რატომ იფუჭებთ ნერვულ სისტემას? ყველანაირი აკრძალვა იწვევს ადამიანში შინაგან უკმაყოფილებას და აჯანყებას. თუ ვაიძულებთ ჩვენს თავს, უარი ვთქვათ საყვარელ საკვებზე, მაშინ ერთ მშვენიერ დღეს მთელი ჩვენი შრომა წყალში ჩაიყრება.
მიირთვით ის, რაც გიყვართ, ოღონდ მიირთვით მცირე ულუფებით და სწორად.
მეხუთე
კვების რეჟიმი. მნიშვნელოვანი ფაქტორი წონის დაკლებისას. იკვებეთ დღეში 4-5 ჯერ. ყველაზე დიდი ინტერვალი საკვების მიღებებს შორის 4 საათია. ამ დროის შემდეგ თუ თქვენ მხოლოდ ვაშლს შეჭამთ, ის მაინც გამოისახება თქვენს თეძოებზე. დილით, გაღვიძების შემდეგ, ერთი საათის განმავლობაში აუცილებლად ისაუზმეთ. ამისათვის ყველაზე უკეთესი საშუალება ხილია.
მთავარი აქსიომა, რომელიც წითელ ხაზად თან სდევს წონის დაკლების წესს, არის ერთი მნიშვნელოვანი რამ. თუ თქვენ არ ხართ მზად, შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესი, არაფერი გამოგივათ. შეიძლება დროებით დაიკლოთ, მაგრამ ცოტა ხანში ისევ დაუბრუნდებით ძველ წონას.
შეცვალეთ თქვენი ცხოვრების სტილი, შეცვალეთ საკვების მიღების ჩვევა. ეს მარტივია. მთავარია მონდომება, გადადგით პირველი ნაბიჯი.