ჩაი "არ მინდა ჭამა" – საავტორო რეცეპტი - Marao

ჩაი "არ მინდა ჭამა" – საავტორო რეცეპტი

2020-02-19 09:02:12+04:00

ამ ჩაის რეცეპტი შეადგინა ქალმა, რომელიც ექსპერტია სანელებლებსა და ბალახებში. ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვენდოთ, მით უმეტეს, რომ ყველა ინგრედიეტი ბუნებრივია და ძალიან სასარგებლო.

რეცეპტი:

  • 0,5 ლ წყალი;
  • 1 ჩაის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი;
  • 2 ცალი დაფნის ფოთოლი;
  • 0,5 ჩაის კოვზი ძირა;
  • 0,5 ჩაის კოვზი დარიჩინი.

ყველაფერს ვათავსებთ ემალის ქვაბში და ვხარშავთ 30 წუთი. შემდეგ გადმოვდგათ, დავუმატოთ ცოტაოდენი ჩაის ფერი, გავაჩეროთ 5 წუთი, გავწუროთ და... მივირთვათ.

რეკომენდაციები:

  1. მოამზადეთ ერთდროულად ერთი ლიტრი ან მეტი, შემდეგ შეათბეთ ხოლმე მიკროტალღურ ღუმელში. რა თქმა უნდა, 1 და მეტი ლიტრის მომზადების შემთხვევაში პროპორციულად გაზარდეთ ინგრედიენტების დოზები.
  2. ზედმეტი არ მოგივიდეთ ჯანჯაფილი, თორემ სიმწარე ექნება.
  3. სვით დილა-საღამოს თითო ჭიქა. მადა საგრძნობლად დაგეკარგებათ და ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგების ხარჯზე წონაში სწრაფად და ეფექტურად დაიკლებთ.