დილის 5 რიტუალი, რომელიც აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას - ეს არა მხოლოდ წონაში დასაკლებად გამოგადგებათ

დილის 5 რიტუალი, რომელიც აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას -  ეს არა მხოლოდ წონაში დასაკლებად გამოგადგებათ
რატომ არის აუცილებელი მეტაბოლიზმის დაჩქარება? საქმე ისაა, რომ ასაკთან ერთად, ნივთიერებათა ცვლა ნელდება. შედეგად, ადამიანი კვების რაციონის შეცვლის გარეშე იმატებს წონაში.
დილის მხოლოდ 5 მარტივი პროცედურა დაგეხმარებათ არა მხოლოდ ეფექტურად დაიკლოთ წონაში დაჩქარებული მეტაბოლიზმის წყალობით, არამედ თავიც უფრო მხნედ და ენერგიულად იგრძნოთ.

თუნდაც არ გჭირდებოდეთ წონის დაკლება, დილით ნივთიერებათა ცვლის დაძვრა აუცილებლად წაადგება თქვენს ორგანიზმს. თავს დაიცავთ ბევრი დაავადებისგან.

1. გაზმორება-გაჭიმვა

შედეგად, კაპილარები და სისხლძარღვები უფრო გამტარი ხდება, ქსოვილები მარაგდება ჟანგბადით და რა თქმა უნდა, იქოქება ნივთიერებათა
ცვლა. შეგიძლიათ საწოლიდან ადგომის გარეშე გააკეთოთ ეს, ანუ სანამ ლოგინიდან ადგებოდეთ, აუცილებლად კარგად გაიჭიმეთ.

Image result for morning, wake up gif

2. ხტუნვა

დილის გამამხნევებელ ვარჯიშში აუცილებლად უნდა შედიოდეს სახტუნაოთი ხტუნვა. თუკი საერთოდ არ გაქვთ დილით ვარჯიშის დრო, უბრალოდ, ერთ ადგილას რამდენიმეჯერ ახტით, თუნდაც იმ მონაკვეთში, სანამ ჩაიდნის ადუღებას ელოდებით სამზარეულოში. ხტუნვა არა მხოლოდ დააჩქარებს მეტაბოლიზმს, არამედ გაგიუმჯობესებთ მოქმედების კოორდინაციას და კარგ ხასიათზე დაგაყენებთ.

3. ლიმონიანი წყალი

იმისათვის, რომ ორგანიზმი ტოქსინებისგან გაასუფთაოთ და გააუმჯობესოთ მეტაბოლიზმი, დილით, უზმოზე დალიეთ ერთი ჭიქა თბილი, ლიმონიანი წყალი. თუ მომატებული მჟავიანობა გაქვთ, ლიმონი გამორიცხეთ.
Image result for lemon water  gif

4. მიირთვით უზმოზე კვერცხი

კვერცხი – ცილის საუკეთესო წყაროა, რომელიც აჩქარებს მეტაბოლიზმს. მოიხარშეთ საუზმედ კვერცხი; ასევე, არ დაგავიწყდეთ ბოსტნეული და ფაფა!

5. ვაშლი საუზმის შემდეგ

ვაშლი – საუკეთესო ხილია მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად. ის მდიდარია პექტინით, რომელიც განმსაზღვრელია ნივთიერებათა ცვლის პროცესის დაჩქარებისთვის.

შეასრულეთ ეს 5 მარტივი პროცედურა დილიდან და თქვენი ორგანიზმი საათივით იმუშავებს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93