მხოლოდ 4 ვარჯიში, რომელიც ერთი შეხედვით ბანალური მოგეჩვენებათ, რეგულარული შესრულებით გაგათავისუფლებთ კისრის ოსტეოქონდროზის ტკივილებისგან და დაგირეგულირებთ ძილს.
1. დადექით, ზურგი და თავი სწორად დაიჭირეთ (საწყისი მდგომარეობა). ორივე ხელის თითები მიიტანეთ ერთმანეთთან, გადაჯაჭვეთ "საკეტში" და დაიდეთ თავზე. შემდეგ თავი დახარეთ ცოტა წინ და ხელების მეშვეობით წინააღმდეგობის გაწევით, ეცადეთ დააბრუნოთ თავი პირვანდელ მდგომარეობაში. დაითვალეთ 30-მდე და მოდუნდით. გაიმეორეთ კიდევ ერთხელ.
2. მიიღეთ საწყისი მდგომარეობა. გადაატარეთ მარცხენა ხელი თავს ზემოთ და დაიდეთ ხელისგული მარჯვენა ყურზე. ოდნავ დახარეთ თავი მარცხენა მხრისკენ და ხელის მეშვეობით წინააღმდეგობის გაწევით, ეცადეთ დააბრუნოთ თავი პირვანდელ მდგომარეობაში. დაითვალეთ 30-მდე და მოდუნდით. გააკეთეთ ვარჯიში კიდევ ერთხელ და იგივე გაიმეორეთ მეორე მხარეს.
იხილეთ სრულად: reitingi.ge