ჯანჯაფილის (იგივე კოჭა) სამშობლო აღმოსავლეთია. მისი ფესვი ძალიან არომატული გემოს სანელებელია, რომელსაც ფართოდ იყენებენ კულინარიაში. თუმცა ბოლო პერიოდში ჯანჯაფილმა პოპულარიზაცია მოიპოვა, როგორც პროდუქტმა, რომელიც ხელს უწყობს წონაში კლებას. რეალურია თუ არა ჯანჯაფილის ეს თვისებები, როგორ მოქმედებს ის ორგანიზმზე და რას ამბობს მეცნიერთა კვლევები ამის შესახებ?
როგორ მოქმედებს ჯანჯაფილი?
როგორც ვიცით, ვარჯიში ააქტიურებს ორგანიზმს, რათა მოხდეს კალორიების წვა, ხოლო ჯანჯაფილს შეუძლია მსგავსი დამატებითი ეფექტის მიღწევა, რათა თქვენი მეტაბოლიზმი კიდევ უფრო გააქტიურდეს. ეს არის არაკალორიული პროდუქტი, რომელსაც იყენებენ როგორც ჩაის სახით, ისე საკვების საკმაზის სახით. მას შეუძლია დახმარების გაწევა წონის კლების დროს, თუმცა ჯანჯაფილი ვერ შეცვლის დაბალკალორიულ დიეტას, მაგრამ მას შეუძლია გააძლიეროს ვარჯიშის და დიეტის ეფექტი.
ჯანჯაფილს დიდი ისტორია აქვს და ტიბეტური რეცეპტებით ის ცხელ პროდუქტებს მიეკუთვნება, რომელიც ახურებს, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას. აღნიშნული ეფექტი განპირობებულია ჯანჯაფილში ფიტოციდების და ეთერული ზეთების შემცველობით. ეს ნივთიერებები ამაღლებს ორგანიზმის ტემპერატურას და აჩქარებს მეტაბოლიზმს. ასეთი გზით ორგანიზმი უფრო აქტიურად წვავს კალორიებს. გარდა ამისა, ჯანჯაფილის გამოკვეთილი გემო თრგუნავს გემოვნების რეცეპტორებს, რის შედეგადაც მადა ქვეითდება და ადამიანთა უმეტესობა უფრო ნაკლებს ჭამს. მიუხედავად პოპულარული მითისა, ჯანჯაფილის ჩაი არ წვავს და არ ახდენს ცხიმების ბლოკირებას.
ჯანჯაფილი წლების განმავლობაში გამოიყენებოდა, როგორც ზღვის ავადმყოფობის და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დაავადებების სამკურნალო საშუალება.
იხილეთ სტატია სრულად: gemrielia.ge