რაც უნდა სამწუხარო იყოს, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ნაკლებს ვმოძრაობთ... რის გამოც მთელი ჩვენი ორგანიზმი იტანჯება, განსაკუთრებით კი, ფეხები და თეძოები!
არ დაიზაროთ და შეასრულეთ ქვემოთ მოცემული 4 ვარჯიში, რომლებიც თქვენს ფეხებსა და თეძოებს ჩამოქნილსა და მოხდენილს გახდის. დაგჭირდებათ ჰანტელები!
ვარჯიშები თეძოებისთვის:
1. ბუქნები
დადეგით სწორად, ქვემოთ დაშვებულ ხელებში დაიკავეთ ჰანტელები, ფეხის ტერფები დადგით ერთმანეთის პარალელურად, მხრებზე ოდნავ განივად. ოდნავ მოიხარეთ ზურგში და მუხლებში. ისე, რომ მეტად არ მოხაროთ წელი, გადადგით ფართო ნაბიჯი წინ, რა დროსაც სიმძიმის ცენტრი წინ გადადგმულ ფეხზე მოვა.
ჩაჯექით ამ ფეხზე. თეძოსა და მუხლს შორის კუთხე სწორი უნდა იყოს. ადექით და გადადგით ფეხი უკან, საწყის მდგომარეობაში.
შეასრულეთ 10-10 ვარჯიში თითოეული ფეხისთვის.

2. ფერმერის გასეირნება
ახლა წინ! დაიკავეთ ჰანტელები, ჩამოუშვით ხელები დაბლა. აიწიეთ ცერებზე და ასე ცერებზე იარეთ წინ 10 მეტრი. შეისვენეთ და გაიმეორეთ კიდევ 4-ჯერ.
გართულებული ვარიანტია: დადექით საწყის მდგომაროებაში, აიწიეთ ცერებზე და შეასრულეთ თანაბარი ნაბიჯი-ჩაჯდომები. შეასრულეთ 10-10 ნაბიჯი თითოეულ მხარეს – ანუ წინ და უკან. ამასთან, ზურგი გამართული უნდა გქონდეთ.

3. ჩაჯდომები
დადგით ფეხები სწორად, მხრების სიგანეზე, ჰანტელები გეკავოთ ხელებში. წარმოიდგინეთ თქვენ უკან სკამი და სცადეთ მასზე დაჯდომა. ზურგი გქონდეთ მაქსიმალურად სწორად. შეასრულეთ 10-10 ვარჯიში შესვენებებით. სულ სამჯერ გაიმეორეთ.

4. ჰანტელების დაწოლა ერთ ფეხზე
დადექით მარჯვენა ფეხზე, დაეყრდენით ტერფს და მარცხენა ფეხი გასწიეთ უკან. ზურგი იქონიეთ სწორად, გადაიხარეთ ოდნავ წინ და ამასთან ერთად, ასწიეთ ფეხი მაღლა. შეასრულეთ 15 ვარჯიში თითოეული ფეხისთვის.

თუ არ გაქვთ ჰანტელები, გაავსეთ წყლით ბოთლები, მაგრამ მთავარია – არ დაიზაროთ! არც ისეთი რთული ვარჯიშებია, როგორც გგონიათ. თქვენი მონდომება კი აუცილებლად გამოიღებს შედეგს!