კალორიების დაწვის 7 მარტივი ხერხი სახლიდან გაუსვლელად - Marao

კალორიების დაწვის 7 მარტივი ხერხი სახლიდან გაუსვლელად

2013-12-23 11:57:33+04:00

1. იცეკვე ნებისმიერ მუსიკაზე: თავისუფალი მოძრაობები და 15 წუთში – მინუს 112 კალორია.

2. გაიხსენე ბავშვობა: 10 წუთი სახტუნაოთი ხტუნვა – მინუს 115 კალორია.

3. დაალაგე სახლი გენერალურად: იატაკების წმენდა, 30 წუთში – მინუს 121 კალორია.

4. ესტუმრე მეზობლებს: კიბეზე ასვლა-ჩასვლა, 30 წუთში – მინუს 190 კალორია.

5. დრო დაუთმე შენს ოთხფეხა მეგობარს: მასთან აქტიური თამაში, 30 წუთში – მინუს 97 კალორია.

6. სახლში პილატესის ვიდეოგაკვეთილის 30 წუთი – მინუს 104 კალორია.

7. ჩაატარე ექსპრეს-ვარჯიში: 15-15-წუთიანი პრესის ვარჯიში, რგოლის ტრიალი და სახტუნაოთი ხტუნვა – მინუს 138 კალორია.