1. გაღვიძებისთანავე 5 წუთი დახუჭული თვალებით გაჩერდით. შემდეგ ხელისგულები ერთმანეთზე მანამდე უხახუნეთ, სანამ არ გაგითბებათ. შემდეგ ყურების მასაჟი გაიკეთეთ.
2. მარჯვენა ხელისგული შუბლზე (წარბების ხაზზე) დაიდეთ. ზემოდან (წარბებშუა) მარცხენა ხელი დააფარეთ. ხელები მარჯვნივ-მარცხნივ ამოძრავეთ, დაახლოებით 30-ჯერ (სხვათა შორის, სასარგებლოა თავის ტკივილის დროსაც).
3. ხელები მომუჭეთ და დიდი თითის ძვლებით თვალების, ცხვირისა და ყურების მასაჟი გაიკეთეთ. ეს ვარჯიში აუმჯობესებს მხედველობას და ტვინს სისხლის მიწოდებაში ეხმარება.
4. მარჯვენა ხელი ჩიყვზე დაიდეთ, მარცხენა ზემოდან დააფარეთ და ნელ-ნელა ამოძრავეთ ხელები მზის წნულისა და ყელისკენ.
5. 30-ჯერ შეისუნთქეთ და გამობერეთ მუცელი. ეს გაგიუმჯობესებთ კუჭის მოქმედებას, გაგათავისუფლებთ კუჭსა და ნაწლავებში დარჩენილი საკვების ნარჩენებისგან.
6. ზურგზე დაწოლილმა აუჩქარებლად მიიტანეთ მკერდთან ჯერ მარჯვენა მუხლი, შემდეგ მარცხენა. სულ 30 ვარჯიში გააკეთეთ, ანუ თითო ფეხზე - 15.
7. მარჯვენა ხელი მზის წნულზე დაიდეთ, მარცხენა ზემოდან დააფარეთ და საათის ისრის მიმართულებით მუცელზე წრიულად ამოძრავეთ 30-ჯერ.
8. დაჭიმეთ ფეხები, ხელები თავზე შემოიდეთ. ჩაისუნთქეთ და გადაიტანეთ ფეხები თავს ზემოთ. ამოისუნთქეთ და დაუშვით. გააკეთეთ 10-ჯერ. აუმჯობესებს კუჭის მოქმედებას და სასარგებლოა ხერხემლისთვის.
9. ჩამოჯექით საწოლზე, დახუჭეთ თვალები, მარჯვენა ფეხი მარცხენას მუხლზე შემოიდეთ, მომუჭეთ ხელი და თითების ძვლებით ფეხისგული დაიმასაჟეთ. აუმჯობესებს ყველა ორგანოს მუშაობას. გაიმეორეთ მეორე ფეხზეც.
10. დაჯდომილმა შემოიდეთ მარჯვენა ხელი კეფაზე, ზემოდან დაადეთ მარცხენა ხელი და ამოძრავეთ ხელი მარჯვნივ-მარცხნივ 15-ჯერ.
ვარჯიშის შემდეგ დალიეთ 1 ჭიქა თბილი (ოთახის ტემპერატურის) წყალი.
გახსოვდეთ, რომ ვარჯიშმა სიამოვნება უნდა მოგანიჭოთ. თუ იძულებით აკეთებთ, უმჯობესია, საერთოდ არ აკეთოთ.