ეს გახლავთ ძალზე ეფექტური ვარჯიში მუცლის პრესისა და მთელი სხეულის კუნთების გასამაგრებლად. ეწოდება – ჯოხი, ყავარი.
ის დაგეხმარებათ, ტონუსში მოიყვანოთ ყველა კუნთი და დაიკლოთ წონაში!
ვარჯიშის არსი შემდეგში მდგომარეობს:
დღეში ერთხელ, რამდენიმე წუთით "დაეკიდეთ" იატაკზე ისე, რომ დაეყრდნოთ მხოლოდ ხელებსა და ფეხის წვერებს.
უდავოა, "დაკიდებულ მდგომარეობაში" თუნდაც 2 წუთი გაჩერება – მარტივი არ არის. სამაგიეროდ, შედეგი არ დააყოვნებს. რეგულარული ვარჯიშის შემთხვევაში, უკვე 2 კვირის შემდეგ ნახავთ, როგორ შეიცვალა თქვენი სხეული.